საქართველოს დიასპორა უკრაინაში „ქართული ალიანსის“ ორგანიზებით, უკრაინაში ყოველ წელს იმართება ქართული კულტურის დღეები, რომელშიც ცნობილი ქართული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ. ამჯერად უკრაინაში გამართული ქართული კულტურის დღეების სტუმარი იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის მე-3 სასწავლო სამეცნიერო ექსპედიცია ეწვია.
საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2019 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა. გ. შარვაშიძის პრემია ყოველწლიურად ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგში გაიცემა.