აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახური პრემიის მოსაპოვებლად კონკურსს წელს პირველად ატრებს.
საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თატრის წამყვანი მსახიობი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ათეულობით წლების განმავლობაში, 2013–2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი 20 აგვისტოს 70 წლის გახდებოდა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ: ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის’’ დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.
მსოფლიო პანდემიის დროს ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაზარალდა. გაურკვეველი ვადით გადაიდო ან სრულიად გაუქმდა მთელი რიგი კულტურული ღონისძიებები. ბუნებრივია, ეს პროცესი უარყოფითად აისახა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის“ პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ განხორციელებაზეც.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულ ფედერაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.