იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“ რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტი გამართა
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტმა „თბილისის ივენთ-ჰოლში“ დიდი ოვაციებით ჩაიარა
საქართველოს ეროვნულ არქივში ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
საქართველოს სახალხო არტისტის დიმიტრი ჯაიანის ხსოვნას
ყველა სიახლე
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კ ო ნ კ უ რ ს ს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
30.06.2017



გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადებები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება და პუბლიცისტიკა.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ფოთსა და ბათუმში საიუბილეო კონცერტები გამართა
27.06.2017



აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფოთში,ბათუმსა და ზუგდიდში კონცერტები გამართა. ანსამბლმა დამსწრეთ ქართულ-აფხაზური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები და ქორეოგრაფიის თითქმის მივიწყებული ნომრები წარუდგინა. სახელმწიფო ანსამბლის შემოქმედებამ როგორც ფოთში, ისე ბათუმში დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები გამოიწვია.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში
16.06.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესის მიდამოებში) ჩატარდა აფხაზეთის თასის გათამაშება ჯომარდობაში. .
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები თსუ-ს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სა-მეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ
13.06.2017



ამ დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სა¬მეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ.
საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე იმსჯელეს
09.06.2017



საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ა/ რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე - ქართული ენის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.
აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ინიციატივით სპორტული თამაშები გაიმართა
08.06.2017



აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ინიციატივით, 2 ივნისს ქ. სენაკში გაიმართა საქართველოს რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციების I სპორტული თამაშები. თამაშში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელები. მონაწილეობას თავი აარიდა აჭარის დელეგაციამ. პროექტის ,,ოლიმპიზმი გვაერთიანებს’“ მხარდამჭერი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
დევნილმა მოზარდებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ გაატარეს
02.06.2017



პირველი ივნისს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განყოფილების ინიციატივით, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები - სიონის ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შესრულებულ წირვა-ლოცვას დაესწრნენ.
რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა - „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა
31.05.2017



26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიდერლანდების სამეფოს და რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა 3 მაისამდე გასტანს და ის თავისი სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება.