აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა „სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის აფხაზეთის რეგიონალური ფინალური თამაშები.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 4-7 მაისს ჩაატარა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2003-2005, 2006-2007 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას და აფხაზეთიდან დევნილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციასა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, 2017 წლის 27, 28, 29 აპრილს ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური (ონლაინ-მუზეუმი) მუზეუმის“ პრეზენტაცია გაიმართა.
დასრულდა „არტ-ფესტივალი 2017“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში პირველად გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო სხვადასხვა თაობის და მიმდინარეობის მხატვრისთვის მოეყარა თავი ერთ საგამოფენო სივრცეში. გამოფენას დაეთმო როგორც დარბაზი, ასევე ღია სივრცე.