სიახლეები
ხუთშაბათი, 26 თებერვალი 2015
     27 თებერვალს, 14.00 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის აქტუალური საკითხები’’. 
ხუთშაბათი, 26 თებერვალი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით,  იმერეთის რეგიონიდან - ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან  დაიწყო მასშტაბური პროექტის -„აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის საქართველოს რეგიონებში''განხორციელება.  ამ პროექტის ფარგლებში 26 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის დღე აღინიშნა, შესაბამისად, საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთის დღის დაწესებას რეგიონებში.
სამშაბათი, 24 თებერვალი 2015
წლეულს, 26 თებერვალს, 12 საათზე,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა უმასპინძლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ს.ს.ი.პ კინოცენტრი ,,აფხაზეთის, ''აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის - „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში“ მესამე ეტაპს.
სამშაბათი, 24 თებერვალი 2015
23 თებერვალს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქ. თბილისის საბურთალოს გამგეობის მიერ დაბა ბეთანიაში ჩატარებულ სათხილამურო ტურნირში მონაწილეობდნენ.
ორშაბათი, 23 თებერვალი 2015
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გალის რაიონის სოფლებში ჩხორთოლში, ოქუმსა და ღუმურიშში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ორშაბათი, 23 თებერვალი 2015
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა  და პოპულარიზაციაზე ზრუნვა. ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და  პოპულარიზაციის პროგრამას“,  რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორისა სამეცნიერო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში“.
12345678910  >   >>