საქართველოს კანონი კულტურის შესახებ
საქართველოს კანონი "კულტურის შესახებ" ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ითვალისწინებს ქართული ეროვნული კულტურის მრავალსაუკუნოვან უმდიდრეს ტრადიციებს, კულტურის სფეროში მსოფლიოს ცივილიზებული ერების გამოცდილებას. საქართველოს კანონი "კულტურის შესახებ" ამკვიდრებს კულტურის, კულტურულ მემკვიდრეობის (28.06.2000 N417) პრიორიტეტულობას პიროვნების ჰარმონიულ აღზრდასა და განვითარებაში, მის შეუზღუდავ გამოხატვაში (28.06.2000 N417), ხალხის, თითოეული მოქალაქის კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებაში, მთელი საზოგადოების ზნეობრივ სრულყოფასა და ჰუმანიზაციაში. სრული ტექსტი |