დებულება ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ”
’’ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ: (2.05.2007 N310)
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
სრული ტექსტი