,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,მ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებით განსაზღვრული ვაუჩერის გაცემისა და გადატანის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის თანადართული წესი;
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სრული ტექსტი