საქმიანი არდადეგები
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა“
პროექტი „საქმიანი არდადეგები“
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ  მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა ტურისტულ კომპანიაში „ნიუკაზი“ გაიარონ სპეციალური ტრენინგ-კურსი, შეისწავლონ კონკრეტული მიმართულების/მარშრუტის გიდის/გიდის თანაშემწისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შედეგად საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩაერთონ სხვადასხვა ტურისტული მიმართულების მუშაობაში შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით და მიიღონ ფინანსური სარგებელი.
 
პროექტში მონაწილეობის წესიდა პირობები:
1.      პროექტში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 8-11 კლასის მოსწავლეები;
2.      აუცილებელი უნარ-ჩვევები:
·         უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
·         მაღალი აკადემიური მოსწრება;
·         კომუნიკაბელურობა;
·         გუნდური მუშაობის უნარი;
·         მაღალი მოტივაცია;
·         სიახლეებისადმი ადვილად შეგუების უნარი.

იხილეთ სრული ინფორმაცია
იხილეთ ანკეტა