აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება  №33
2014 წლის25 ივლისი
. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების 
დამტკიცეის შესახებ
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულება” დანართი 1-ის შესაბამისად.
2. ძალა დაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014  წლის 10 სექტემბრიდან.
 
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
 მთავრობის თავმჯდომარის
 მოვალეობის შემსრულებელი                                                           ვახტანგ ყოლბაია




სრული ტექსტი