სიახლეები
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა განათლების დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი, აფხაზეთის და საქართველოს დამსახურებული ფინანსისტი  მიხეილ ლუკიანეს ძე მაჭავარიანი  და თანაგრძნობას უცხადებას  განსვენებულის ოჯახს. 
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში სამთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფას.
პარასკევი, 5 თებერვალი 2016
ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის  თანადაფინანსება. კონკრეტული პროექტის განხორციელება წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობის მხარდაჭერის, აგრეთვე აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ქმედით ღონისძიებას.
ოთხშაბათი, 3 თებერვალი 2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, ვიდრე მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებდეს, თბილისსა და რეგიონებში დოკუმენტის საჯარო პრეზენტაციები დაიწყო.

3 თებერვალს საქართველოს კლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაინი დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იუწყება, რომ გარდაიცვალა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, მწერალი ნოდარ ხუნდაძე.
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ფერწერაში, გრაფიკასა და  გამოყენებით ხელოვნებაში აფხაზეთის მხატვრების 2015 წლის საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დააჯილდოვეს.
<<   <  67891011121314  >   >>