სიახლეები
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2015
28-29 ნოემბერს ქ.თბილისში სპორტსაზოგადოება „მართვეს“ ძიუდოს დარბაზში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში 2001-2002, 2003-2004 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის 9 წონით კატეგორიაში. ტურნირის მხარდამჭერი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია.
კვირა, 29 ნოემბერი 2015
ამას წინათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ოკუპირებული გალის რაიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში    აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებული აფხაზი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის,  წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის იური  (გიორგი) ანუას ხსოვნის საღამო გაიმართა. აქვე შედგა იური ანუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის - „ხიდი“ პრეზენტაცია (ფილმის სცენარის ავტორი თამარ ბართაია, რეჟისორი გიორგი ბართაია). 
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015
 
2015 წლის 19-20 ნოემბერს ქალაქ თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა „იმედში“, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის დახმარებითა და მხარდაჭერით, ჩატარდა სპორტის ოსტატის გენო ზარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში 2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის.
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015
17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე1946 წლის17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაშიაფხაზეთისსაჯაროსკოლებისადაგალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების კურსდამთავრებულ სტუდენტებს შეხვდა, 
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი„ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცეს. 
<<   <  789101112131415  >   >>