სიახლეები
ორშაბათი, 9 ნოემბერი 2015
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი მოამზადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა. მასში თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლი (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლი (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი და სხვ.).
ხუთშაბათი, 5 ნოემბერი 2015
საქართველოს მეცნიერებათ აეროვნული აკადემიის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის, „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე" (ინგლისურ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართა.
სამშაბათი, 3 ნოემბერი 2015
საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის (1919-1921 წწ.) დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „უდროობის გმირი“პრემიერა შედგა.
ორშაბათი, 2 ნოემბერი 2015
ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ„არტ-გალერეაში“ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ის დამსწრეთ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ტაძარი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი მართლმადიდებლების მიერ თანაბარი შემოწირულობით შენდება. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015
სენაკში არსებულ აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის სხვა საჯარო სკოლების მსგავსად, მიმდინარე სასწავლო წლიდან აფხაზური ენის სწავლება დაიწყო. 29 ოქტომბერს ამ სკოლაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია დაესწრნენ.
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015
29 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ჯვარში„ ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა“ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა.