სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015
ვალერი არქანიას„ არტ-გალერეაში“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის,  აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირის „მომავლისხმა“ ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენას „მშვიდობა უდრის მომავალს“ერქვა და  მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის დაბადებიდან 82 და აღსაყდრებიდან 38 წლისთავს მიეძღვნა.
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015
27 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ  განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით  გვირგვინით შეამკეს ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი და  პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ამასთანავე კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ.
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „ვალერი არქანიას არტ-გალერეაში“ღვაწლმოსილი პედაგოგის, წლების განმავლობაში ქ. სოხუმის N1 საშუალო სკოლის დირექტორის- ლევან ესათიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის 45, ხოლო დაბადებიდან 70  წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015
ვალერი არქანიას  „არტ–გალერეაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საგამომცემლო ცენტრის ჟურნალების - სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალ „რიწისა“ და საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ წარდგინება გაიმართა. წარდგინება ჟურნალ „იალქნის“ მხატვრის – დალი მუხაძის პერსონალური გამოფენის ფონზე შედგა. 
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის,  1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015
2015 წლის 6 ოქტომბრიდან 12 ოქტობრის ჩათვლით ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით, ჩატარდა აფხაზეთის ა/რ სამინისტროებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში.  ტურნირის მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია.
<<   <  91011121314151617  >   >>