სიახლეები
ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „ვალერი არქანიას არტ-გალერეაში“ 2015 წლის 9 ოქტომბერს, 17 საათზე აფხაზეთის მკვიდრის, თვითნასწავლი მხატვრის ფელიქს შაკაიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ილორის ანარეკლი“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი 40-მდე  ფერწერული ტილო.
ორშაბათი, 5 ოქტომბერი 2015
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება, მათთვის პატივის მიგება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ამ დღის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

სწორედ ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მოადგილეებთან - მანანა ქვაჩახიასთან და როლანდ ნიჟარაძესთან, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს  ეწვია.
პარასკევი, 2 ოქტომბერი 2015
სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებსა და სემინარებში და ხშირად იმარჯვებენ კიდეც.
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015
 
2015 წლის 6 ოქტომბრიდან 12 ოქტობრის ჩათვლით, ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოძიაშვილის სახ. პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდება აფხაზეთის ა/რ სამინისტროებს შორის მინი-ფეხბურთი. 
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა ოკუპირებული გალის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილის, სასწრაფო დახმარების ექიმი ლია ჩქოტუა 
და სამძიმარს უცხადებს მის მეუღლეს, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მეორე საშუალო სკოლის დირექტორს ავთანდილ ეზუგბაიას და მის ოჯახს.
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015
შეიქმნა თანამედროვე მხატვართა არტ-ჯგუფი, რომლის მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების საზოგადებისთვის გაცნობა და პოპულარიზაცია. 
<<   <  101112131415161718  >   >>