სიახლეები
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015
სოხუმის დაცემის დღე ჯვართამაღლების დღეს დაემთხვა, რაც აფხაზეთიდან დევნილებს არ უკარგავს იმედსა და რწმენას, რომ დაცემას ამაღლება მოჰყვება და აფხაზეთიდან გამოსვლას აფხაზეთში დაბრუნება. 
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015
27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის   №1, №2, №3,№5, №6, №7, №10, №11, №12, №14, №15,  №21, №22  საჯარო სკოლებში  კვირეული გაიმართა. კვირეულის დასაწყისში მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია  ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე და ომის შედეგებზე. ჩაუტარდათ შესაბამისი შინაარსის ლექციები,კონფერენციები, ღია გაკვეთილები: „აფხაზეთო, დაუვიწყარო“. 
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.უნივერსიტეტის  აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა პირველკურსელებს ტრადიციული, საზეიმო შეხვედრა მოუწყო.
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015
2015 წლის 18 სექტემბერს ქალაქ თბილისში,ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე გოძიაშვილის სახელობის პარკის ხელოვნურსაფარიან მინიფეხბურთის მოედანზე ჩატარდა საქართველოს რეგიონალურ თასის გათამაშება ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის.ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, თბილისის, იმერეთისა და ქართლის გუნდები. ფინალური შეხვედრის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა ქ.თბილისის გუნდმა, მეორე ადგილი აფხაზეთის გუნდმა, მესამე ადგილი კი გორის გუნდმა.
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015
2015 წლის 18 სექტემბერს ქ.თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე გოძიაშვილის სახელობის პარკის ხელოვნურ საფარიან მოედანზე ჩატარდება 2015 წლის საქართველოს რეგიონალური თასის გათამაშება აფხაზეთის ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის, იმერეთის, ქართლის და თბილისის გუნდები. ფინალური შეხვედრა ჩატარდება 13 სთ 30 წთ, დაჯილდოვება შედგება 14 სთ 30 წთ. 
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015
საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს, დიმიტრი ჯაიანს 65 წელი უსრულდება. 
<<   <  111213141516171819  >   >>