სიახლეები
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა. შეხვედრაზე  განხილულ იქნა  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქართულ- აფხაზური კულტურის ცენტრის შექმნის სამომავლო გეგმები, ასევე სტუმრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველიეტაპი დაათვალიერეს.  
ოთხშაბათი, 5 აგვისტო 2015
2015 წლის27ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის,,საზაფხულო ბანაკი“  ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ  მთავრობის მხარდაჭერით,  აფხაზეთიდან დევნილმა 30 მოსწავლემ   აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიიდან დაისვენა  ქობულეთში.  
ოთხშაბათი, 5 აგვისტო 2015
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი  დიმიტრი ჯაიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრის დირექტორს  გიორგი მაჩაბელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა  ცენტრისა და სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.  შეხვედრას გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდა. 
პარასკევი, 31 ივლისი 2015
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გალის რაიონში, სოფელ წარჩეში არსებულ წარჩეს ციხეს   კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.     
ოთხშაბათი, 22 ივლისი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ART-გენის“ ფარგლებში აფხაზეთის დღე გაიმართა.
სამშაბათი, 21 ივლისი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე დევნილ სპორტსმენებს შეხვდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს დაწარმატებები უსურვეს.
<<   <  121314151617181920  >   >>