სიახლეები
სამშაბათი, 21 ივლისი 2015
აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით,2015 წლის 22 ივლისს,18:00 საათზე,ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება აფხაზეთის დღე.
შაბათი, 18 ივლისი 2015
წლეულს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრის, აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის135 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ვაშლიჯვრის დასახლებაში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის   სახელობის ქუჩა და მემორიალური კომპოზიცია გაიხსნა. კომპოზიციის ავტორია აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ კოკაია.
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2015
წლეულს, 26 მაისს დიდი სპორტული დღესასწაულის მაუწყებელი, საბერძნეთში ანთებული ოლიმპიური ცეცხლი უკვე საქართველოში იყო. მას აქეთ ოლიმპიურმა ცეცხლმა მოიარა საქართველოს ყველა რეგიონი და დიდი ქალაქები, 14  ივლისს კი შემობრძანდა თბილისში და ბინა ოლიმპიურ სოფელში დაიდო.

2015 წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე საქართველოს დედაქალაქი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას - ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით თბილისს  50 ქვეყნის 6 ათასი ახალგაზრდა სპორტსმენი ესტუმრება. 
სამშაბათი, 14 ივლისი 2015
„მარგალიტები მეხსიერების საგანძურიდან", ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის" ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდ „სარაჯიშვილის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. იდეის ავტორია ნინო კვარაცხელია, პროექტის დირექტორი - ხათუნა ჩარკვიანი. 
პარასკევი, 10 ივლისი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას „არტ-გალერეაში“, ამავე სამინისტროს მხარდაჭერით, ღირსების ორდენის კავალერის, ფოტოხელოვან მიხეილ როსტომაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა– „სამყარო სიმეტრიაში“ მოეწყო.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაფოტოგრაფის კოლეგები დაესწრნენ.
სამშაბათი, 7 ივლისი 2015
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კარიერის დაგეგმვის პროექტში კვლავაც წარმატებით მონაწილეობენ. ამჯერად მათ   სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურამ  პროექტის- „ერთი დღე პროკურორად“  ფარგლებში უმასპინძლა. პროკურორი ლევან სალია  მოსწავლეებს პროკურატურის სტრუქტურის, საქმიანობის და ფუნქციების შესახებ ესაუბრა.
<<   <  131415161718192021  >   >>