სიახლეები
სამშაბათი, 7 ივლისი 2015
 
სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  13  ივლისს პრემიერა შედგება.  მაყურებელი იხილავს ერთმოქმედებიან სპექტაკლს „ქალი“, რომლის დამდგმელი რეჟისორი და  მუსიკალური გამფორმებელია ლილი ბურბუთაშვილი, მხატვარი - მაია სხირტლაძე, რეჟისორის თანაშემწე - მარინა კიკალეიშვილი.  მთავარ როლს ასრულებს ეკა არჩაია. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ სოხუმის თეატრის დასის მსახიობები:ლელა შარაბიძე, ნინო ჯავახიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, პაატა ვახტანგიშვილი, თორნიკე ქასრაშვილი, ნუგზარ წერედიანი, ნიკა წერედიანი.
პარასკევი, 3 ივლისი 2015
1,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (1 ვაკანსია).
 

2,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო-საფინანსო, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი(1ვაკანსია).
 
3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი(1 ვაკანსია). -


          ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ვებ-გვერდს: 




   
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2015
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და აფხაზეთის სხვა სამინისტროებთან  და უწყებებთან ერთად,თითოეული თანამშრომლის ხელფასიდან ერთი პროცენტი თბილისის მერიის მიერ შექმნილ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არსებულ სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე გადარიცხა.
ოთხშაბათი, 24 ივნისი 2015
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის (პრეზიდენტი ა. ზუხბაია) თაოსნობით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთა შორის ყოველწლიურად, სასწავლო წლის ბოლოს, საბავშვო სპორტული თამაშები ტარდება. 
ორშაბათი, 22 ივნისი 2015
ამ დღეებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას დაბადებიდან 75  წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.იუბილესთან დაკავშირებით გენო კალანდიამ მწერალთა კავშირის საერთაშორისო თანამეგობრობიდან კოლეგების მილოცვის ბარათი მიიღო. აი, რას წერენ ისინი:
ხუთშაბათი, 18 ივნისი 2015
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო თბილისის აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად ვალერი არქანიას„არტ-გალერეაში“ (ქ. თბილისი, უზნაძის ქ.№68) 2015 წლის  24 ივნისს, 18.00  საათზე აწყობს გამოფენას -   „თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური - XIX –XX  სს. 50-ანი წწ. ფერწერა“.  
<<   <  141516171819202122  >   >>