თბილისში ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს.
თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა
ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ „არტ-გალერეაში“ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ის დამსწრეთ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ტაძარი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი მართლმადიდებლების მიერ თანაბარი შემოწირულობით შენდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა.