სიახლეები
პარასკევი, 10 ივნისი 2016
აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, თუ როგორ სრულდება საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციები.
პარასკევი, 10 ივნისი 2016
აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.

წლეულს სპორტული თამაშები 9-10 ივნისს ზუგდიდში ჩატარდა და მასში ზუგდიდის ზონის ხუთი სკოლა მონაწილეობდა. თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო მძლეოსნობა, მინი-ფეხბურთი, „მხიარული სტარტები“, ძლიერთა ტურნირი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა.
სამშაბათი, 7 ივნისი 2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება გალის რაიონის საბერიოს №2 საშუალო სკოლის დირექტორის ავთანდილ ეზუგბაიას გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
სამშაბათი, 7 ივნისი 2016
საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდებმა თბილისში, რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
სამშაბათი, 7 ივნისი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, 2016 წლის 1-7 ივნისს ჩაატარა  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს   შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში. 
პარასკევი, 3 ივნისი 2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას.  გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს.
<  12345678910  >   >>