სიახლეები
ორშაბათი, 30 მაისი 2016
„ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს14 ენაზე“, - ასე ერქვა ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავს მიეძღვნა. როგორც ცნობილია, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში რუსთაველის წლად გამოაცხადა.
პარასკევი, 27 მაისი 2016
ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016
წლეულს, 26 მაისს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების სამსახურისა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის „მომავლის ხმის“ მონაწილეობით მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადებიდან 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „საქართველოვ, გულო ჩემო“.
საღამოში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, აფხაზეთის ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. საღამოს საპატიო სტუმარი იყო ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია.
საღამოში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, აფხაზეთის ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. საღამოს საპატიო სტუმარი იყო ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია.
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისის“ სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის ახალგაზრდა შემოქმედთ ახელოვნების პოპულარიზაცია და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
ორშაბათი, 16 მაისი 2016
თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთისა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვისდა აფხაზეთის მთავრობა დალოცა.
ორშაბათი, 16 მაისი 2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2016 წლის 12-15მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში 2001-2002, 2003-2004, 2004-2005 წ.წ. დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის ხმალში, რაპირასა და დაშნაში. შეჯიბრებაში საქართველოს რეგიონების მოფარიკავეებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.