სიახლეები
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს პროგრამის „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ“განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ნიჭიერ  და წარმატებულ ხელოვანებს, შემოქმედებით კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს საშუალება ეძლევათ, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად თანადაფინანსება მიიღონ, რაც  მხოლოდ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.
შაბათი, 9 აპრილი 2016
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.
პარასკევი, 8 აპრილი 2016
აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კინოთეატრმა„რუსთაველმა“ აფხაზეთიდან დევნილ 30 მოზარდს უმასპინძლა. 
ოთხშაბათი, 6 აპრილი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია“, რომლის ქვეპროგრამაცაა „აფხაზეთის ტაძრების დეტალური რუკის“შედგენა. სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ამ რუკაზე ანუ აფხაზეთის ხუროთმოძღვრული რუკის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა უკვე დაასრულა. რუკაზე დატანილ იქნა 150 არქიტექტურული ნაგებობის კოორდინატი,  არსებული მდგომარეობის მითითებით. 
სამშაბათი, 5 აპრილი 2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტგალერეაში   აფხაზეთის  შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები ჰოლანდიელ პროდიუსერს, ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს„  ოსკარის“ მფლობელ ქალბატონ სილია ვან დაიკს შეხვდნენ.
შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ნიდერლანდებში ქართული დიასპორის წარმომადგენლის, პროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის პროექტის„ ოსკარი გადაეცემა - სილია ვან დაიკის ვორქშოფების“ ფარგლებში შედგა. აქვე ჰოლანდიური  ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა.
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016
 
1991 წლის31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდატეხის დღეა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სახელმწიფოს მომავალი.
<  12345678910  >   >>