სიახლეები
პარასკევი, 25 მარტი 2016
აფხაზეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის -,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალური მუზეუმისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დარბაზში ჩატარდა სასწავლო-საგანმანათლებლო შემოქმედებითი კონფერენცია ,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“.
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016
საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემებს და ამ პრობლემებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა. სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი ესწრებოდა.
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016
23 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ სასწავლო რესურსების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია სასწავლო ისტორიული კედლის რუკები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისათვის. ასევე, ნუმიზმატიკური ტაბულები, თემატური პლაკატები და ალბომები, ისტორიული ატლასები, კონტურული რუკები, დამხმარე ელექტრონული სახელმძღვანელოები.გამოფენის ავტორი და წარმომდგენია არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“პრეზიდენტი, ისტორიული რუკების ავტორი მანანა შეყილაძე, გამოფენის გახსნას დაესწრნენ დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ზაალ სარაჯიშვილი, დიასპორების სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სხვ.
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016
1993 წლის15-16 მარტს სოხუმზე, გუმისთასთან რუსეთის გენშტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი იერიში ქართველმა მეომრებმა ღირსეულად მოიგერიეს და საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი გმირული ფურცელი ჩაწერეს.
ორშაბათი, 14 მარტი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2016 წლის11-13 მარტს ქ. თბილისში, ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჩაატარა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ამირან მაისურაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი გაიმართა 2000-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის 9 წონით კატეგორიაში.
ორშაბათი, 7 მარტი 2016