სიახლეები
პარასკევი, 5 თებერვალი 2016
ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის თანადაფინანსება. კონკრეტული პროექტის განხორციელება წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობის მხარდაჭერის, აგრეთვე აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ქმედით ღონისძიებას.
ოთხშაბათი, 3 თებერვალი 2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, ვიდრე მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებდეს, თბილისსა და რეგიონებში დოკუმენტის საჯარო პრეზენტაციები დაიწყო.
3 თებერვალს საქართველოს კლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაინი დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ფერწერაში, გრაფიკასა და გამოყენებით ხელოვნებაში აფხაზეთის მხატვრების 2015 წლის საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დააჯილდოვეს.
პარასკევი, 15 იანვარი 2016
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო არტისტების: სერგო პაჭკორიას, გიორგი რატიანისა და თინა ბაბლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
სერგო პაჭკორია, თინა ბაბლიძე და გიორგი რატიანი წლების განმავლობაში სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობი სახელმწიფო დარამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. მათ ამ თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნეს. სერგო პაჭკორიას, თინაბაბლიძისა და გიორგი რატიანის სამსახიობო ხელოვნება განსაკუთრებული ოსტატობით გამოვლინდა სპექტაკლებში: „დიდოსტატის მარჯვენა“, „ფსკერზე“, „1932 წელი“, „ბრძოლა ტახტისათვის“ და სხვ.
საიუბილეო საღამოს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, თავადაც საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. დიმიტრი ჯაიანმა აღნიშნა: „გარდა იმისა, რომ ეს საღამო ერთად გატარებული წლების გახსენებაა, იმის დასტურიცაა, რომ სოხუმელ მაყურებელს ახსოვს ეს ადამიანები, რომელთა ზურგზეც იდგა სოხუმის თეატრი“.

სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანი სპორტის მუშაკებისა და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა.