სიახლეები
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015
2015 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს არტ-გალერეაში გამართა აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მასწავლებელთა კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა და მასწავლებლებს მიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის და მომავალი კიდევ უფრო წარმატებული თანმშრომლობის იმედი გამოთქვა.

სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2015 წლის 22 დეკემბერს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია -„კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში“.
აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამას“.

ოთხშაბათი, 9 დეკემბერი 2015
ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გ. შარვაშიძის სახელობის პრემიის 2015 წლის ლაურეატები დააჯილდოვეს.
სამშაბათი, 8 დეკემბერი 2015
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერალსა და მეცნიერს როსტომ ჩხეიძეს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის პროექტის - ,,მწიგნობართა კლუბები“ ფარგლებში გაიმართა. წიგნთან გაუცხოებისა და უწიგნურობის დაძლევის მიზნით აფხაზეთის საჯარო სკოლებში წლების წინათ შეიქმნა ,,მწიგნობართა კლუბები“, სადაც ეწყობა წიგნების კითხვა, იმართება დისკუსიები წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ, ტარდება შეხვედრები მწერლებთან და საინტერესო ადამიანებთან.
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი 2015
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო განათლების ხელშეწყობის პროგრამის „შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა შშმ მოზარდებისათვის“ ფარგლებში ყოველწლიურად აღნიშნავს.
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი 2015
2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს და დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა.