სიახლეები
ორშაბათი, 7 მარტი 2016
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მეომრის იდენტიფიცირება მოხდა. იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ.
ორშაბათი, 7 მარტი 2016
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ დააფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭო სთავმჯდომარედ დაინიშნა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მან ქალაქი არ დატოვა. სოხუმში შემოჭრილმა შეარაღებულმა დაჯგუფებებმა ის ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ჟიული შარტავა წამითაც არ შეპუებია მტერს, თავი არ დაუხრია, ის გმირულად შეხვდა სიკვდილს. ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
მოგვიანებით ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ორშაბათი, 29 თებერვალი 2016
28 თებერვალს აფხაზეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების მოსწავლეებისათვის ქ.ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში კონკურსის„ ფოტოსინთეზი2016“რეგიონული ფოტო გამოფენა გაიმართა. გამოფენის თემა იყო: ,,საქართველოს ფაუნა– ფოტოგრაფია, ნადირობა’’.
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016
26 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამაში „ბიზნესის ანბანი“ მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგში თბილისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016
1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას თბილისის მისადგომებთან წინ აღუდგნენ ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
იუნკერებმა თავდადებული ბრძოლებით ერთხანს უკუაგდეს მტერი. თუმცა მომდევნო შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. აქვე დაიღუპა მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი.

ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში სამთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფას.