პუბლიკაციები

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ,,სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიცა კრებული, “რუსიფიკატორული პოლიტიკა და ეთნოლინგვისტური ვითარება აფხაზეთში XIX-XXIს.ს.“ რომელშიც შესულია  მეცნიერების: თეიმურაზ გვანცელაძის, მანანა ტაბიძის, მერაბ ნაჭყებიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლების: ირაკლი გელენავას, ნონა შონიას ნაშრომები, რედაქტორი ლევან ესათია.

კრებულში წარმოდგენილია საინტერესო ინფორმაცია ცარისტულ-კომუნისტური და თანამედროვე რუსული იმპერიის მიერ აფხაზეთში წარმოებულ რუსიფიკატორულ პოლიტიკაზე, ამ პოლიტიკის ანტიქართულ, ანტიაფხაზურ არსზე, საქართველოს ამ კუთხეში შექმნილ საგანმანათლებლო და ეთნოლინგვისტურ ვითარებაზე; ქართველ მოღვაწეთა წვლილზე აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში და სხვა. აგრეთვე მოცემულია მოკლე სარედაქციო წერილი და სტატისტიკური მონაცემები აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქსელზე.