განათლების სამმართველოს მიერ 2009 წლის IV კვარტალში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში
2009-12-29
  • სკოლის შინაგანაწესისა და სკოლის სამუშაო გეგმების განხილვის მიზნით შედგა   შეხვედრა  აფხაზეთის საჯარო სკოლის დირექტორებთან.
  • მედია პროექტ ,,ეტალონში’’ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა  მონაწილეობისა და ჩართულობის ორგანიზება.
  • აფხაზეთის #3 საჯარო სკოლის  მონაწილეობით გაიმართა ეკოაქცია ,,მშიდობისათვის“  და ამავე სკოლის ბაზაზე სამინისტროს პატრონაჟით დაარსდა ეკოლოგიური განათლების  ცენტრი.
  • დასრულდა  წლის საუკეთესო პედაგოგის ნომინაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი კანდიდატების მასალების შესწავლა და გამარჯვებულთა გამოვლენა.  
  • სისტემატიურად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების საფუძველზე საშუალო განათლების ატესტატების აღდგენა - გაცემა.
  • უზრუნველყოფილიქნა ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის კულტურის დღეების დახურვასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში   სკოლების მონაწილეობა.
  • გაიმართა კონფლიქტის ზონის კურსდამთავრებულთათვის საშუალო განთლების აღიარების კომისიის სხდომები.
  • დასრულდა  პროექტ ,,ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამის“ კომისიის მუშაობა,  მომზადდა სათანადო დოკუმენტაცია ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული დასკვნა, რომელიც ასახავდა ამ უწყების მიერ ამავე სკოლის შემოწმების შედეგებს გაეცნო აფხაზეთის #21 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობასა და კოლექტივს.
  • აფხაზეთის  #3 საჯარო სკოლისათვის ეროვნული გმირის  ვ.ვეკუას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიების ხელშეწყობა,  მასალების მიწოდება და ოჯახის ახლობლებთან და მის პირველ მასწავლებელთან შეხვედრის ორგანიზება.
  • შეტანილიქნა  შესწორებები  ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების პირველკლასელი მოსწავლეების დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.
  • მონიტორინგის მიზნით შესწავლილიქნა  აფხაზეთის #1,#2, #7, #10  საჯარო სკოლებში სახელობო სწავლების მიმდინარეობა.
  • გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა  სასწავლო საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეთა განაცხადები, შესაბამისად დარიგდა  მონაწილეთა პლასტიკური ბარათები და სკოლებს მიეწოდა  საგნობრივი ოლიმპიადის ჩატარების განრიგი.
  • საჯარო სკოლებს მიეწოდა დებულება სასწავლო შემოქმედებითი  კონფერენციის  ,,მე მიყვარს ჩემი ანაბანი’’. 
  • ქვაშვეთის ეკლესიასთან არსებულ სასწავლო ცენტრში შექმნილ საკვირაო სკოლისათვის შეირჩა და ჩაერთო აფხაზეთის #3 და აფხაზეთის #8 საჯარო   სკოლების  30 მოსწავლე.
  • შეიქმნა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგთა მონაცემთა  ბაზა.
  • მომზადდა ინფორმაცია სოციალური პროგრამის ფარგლებში სასწავლო გრანტით დაფინანსებულთა შესახებ.
  • მოხდა ექსტერნის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციაში გატარება და გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფა.
  • აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და  ადმინიტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს დაურიგდათ  ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები.
  • საჯარო სკოლებს  მიეწოდათ  ინფორმაცია ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების შესახებ (ცვლილება ტრიმესტრული ნიშნის გამოყვანის  წესში, ცვლილება მე-7 კლასის ბიოლოგიის  სწავლებაში) .
  • შეძენილიქნა  სახელობო სწავლებისათვის აუცილებელი  მასალა და მიეწოდათ აფხაზეთის საჯარო სკოლებს.  
  • მოძიებულიქნა  სკოლაში მომუშავე 70 წელს გადაცილებეული პედაგოგების შესახებ ინფორმაცია.
  • მომზადდა  გაეროს სხდომაზე წარსადგენი ინფორმაცია (ლტოლვლთა,მიგრანტთა და საცხოვრებლის მაძიებელ პირთა შესახებ).
  • წარმოებდა რესურსცენტრებიდან  მიღებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება.
  • უზრუნველყოფილ იქნა  გამოფენაში  ,,არა ძალადობას’’ მონაწილეთა ნამუშევრების წარდგენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება. 
  • პროექტი ,,დევნილთა კლუბები-თანადგომა და განვითარების“ ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლების 14-18 წლის ასაკის 48 მოსწავლის ანკეტები გადაეგზავნა მშვიდობისა და განვითარების აკადემიას.
  • პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან .
  • პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 7 (შვიდი)პორტატული კომპიუტერი გადაეცა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს.