სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს მიერ 2009 წლის IV კვარტალში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში
2009-12-29
  • 2009 წლის 8 ნოემბერს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში განხორციელებული პროექტის, სახელწოდებით: -  „აფხაზეთობა 2009,“ ფარგლებში მოეწყო მომღერალთა კონკურსში „ჯეოსტარი 2009“ აფხაზეთის სახელით მონაწილე ვაჟა მანიას მხარდამჭერთა კლუბის საპრეზენტაციო კუთხე .
  • 4–6 დეკემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა საქართველოს პირველობა რეგონებს შორის, ძუდოში. ასპარეზობა ჩატარდა უფროსი ასაკის სპორტსმენებს შრის. აფხაზეთის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა 7 კაცის შემაგენლობით: მ ჯონდო არიდაშვილი, მამუკა მამარდაშვილი, მემედ რეხვიაშვილი, ლევან ფერაძე, გიორგი ობაიძე,  ზურაბ დოპეშაშვილი და მიხეილ აბრამიშვილი.
  • 9 დეკემბერს, ცირკის სასახლეში ჩატარდა ფალავნობა „ქართული ჭიდაობაში“, რომელშიც აფხაზეთის სახელით მონაწილეობა მიიღო სამმა სპორტსმენმა. თენგო მამადაშვილმა, გიორგი კობაიძემ და ზურაბ ტობეშაშვილი.
  • 27 ნოემბერს, გალის ტერიტორიაზე ჩატარდა ტურნირი მინი–ფეხბურთში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით, რომელსაც ხელმძღვანელობს რეზო ბენდელიანი. აღნიშნულ ტურნირში გამარჯვებულთა დასაჯილდოვებლად ჩვენს მიერ მოძიებული და გადაცემული იქნა 15 სპორტული ფორმა და ბურთი.
  • 13 დეკემბერს, ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ტაიკვანდოში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა დევნილ სპორტსმენმა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით.
  • 8 დეკემბერს, წყნეთში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების შეხვედრა, მომღერალთა კონკურს - „ჯეოსტარი 2009“ –ში მონაწილე  ვაჟა მანიასთან, ის კონკურზე გამოდის აფხაზეთის სახელით. შეხვედრა მიზნად ისახავდა მის მხარდაჭერას.
  • 17 დეკემბერს, კაფე „დისკოვერში“ ჩატარდა გასაუბრება სილამაზის კონკურსის „მის აფხაზეთი 2009“–ში მონაწილე კონკურსანტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა კონკურსანტთა გამოვლენას ნომინაციაზე „მის მშვიდობა“. გასაუბრების შედეგად შეიქმნა თითეული კონკურსანტთან გასაუბრების ოქმი.
  • 21 დეკემბერს, კლუბში „ტრიუმფი„ გაიმართა კონკურსი - „მის აფხაზეთი 2009“. აღნიშნულ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველომ. კონკურსის შედეგების მიხედვით „მის აფხაზეთი 2009“ გახდა მარიამ კილასონია (17 წლის, ქ. ბიჭვინთიდან), ხოლო ნომინაცია „მის მშვიდობა“ მოიპოვა თამთა გოგელაშვილმა (16 წლის, ქ. ბიჭვინთიდან).
  • 29 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საშობაო საზეიმო კონცერტზე დასაწრებად მოწვეული იყო 200 საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“–ს ფარგლებში განხორციელებული ბანაკების მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი და სხვა მოსწავლე-ახალგაზრდობა.
  • 30 დეკემბერს, #87 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (ქეთევან წამებულის ქუჩა # 90) გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიზნად ისახავს მომღერალთა კონკურს - „ჯეოსტარი – 2009“ ში აფხაზეთის სახელით მონაწილე ვაჟა მანიას მხარდაჭერას. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ამ კონკურსის ყოფილი მონაწილეები და სხვა ახალგაზრდა მომღერლები. კონცერტზე დასწრება იქნება უფასო. პუბლიკას შესაძლებლობა ექნება სპეციალურ ყულაბაში ჩააგდოს ნებისმიერი რაოდენობის ფულადი თანხა შესაწირის სახით. შეგროვილი თანხა მთლიანად დაიხარჯება ვაჟა მანიას ფინალური გამოსვლის მხარდამჭერ სმს გზავნილებისთვის.