პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველოს მიერ 2009 წლის IV კვარტალში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში
2009-11-29

სექტემბერი

  • სამმართველო მონაწილეობდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ,,სამშვიდობო მარათონის“  მოსამზადებელ ღონისძიებებში.
  • სამმართველოს თანამშრომლები აქტიურად მოღვაწეობენ  ქ. ზუგდიდში გამართულ ,,საერთო ნათლობის“ ღონისძიების მომზადებაში.
  • როგორც ახალშექმნილი სამმართველო, დავიწყეთ არასამთავრობო თუ სამთავრობო უწყებეთან სამუშაო შეხვედრები, მოლაპარაკებები,  რათა გაირკვეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. (,,ჰუმანური განივითარების ფონდი“, ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი“, ,,ტკბილი ქვეყანა“, ,,ყავა  პელეს წარმომადგენლობა საქართველოში“, ორგანიზაცია ,,სკოლა, ოჯახი საზოგადოება.“, ,,მშვიდობის კორპუსი“, ასოციაცია ,,გრენა“, კომპიუტერული უზრუნველყოფის ორგანიზაცია ,,ვებ სოლუშენი“, ს/ს ,,ეკო-ფუდი“, ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, ასოციაცია ,,დაცული მოძრაობა“, ,,ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შ. პ. ს. ,,ასტრა პარკი“, ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი-ფარმა“, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, სოხუმის უნივერსიტეტი, აფხაზეთის მთავრობის აპარატი და ა. შ.
  • სამმართველოს თანამშრომლები რეგულარულად ჩართულნი არიან გაზეთ „ჩემი აფხაზეთი“-ს გამოცემად  მოსამზადებელ სამუშაოებში.
  • სამმართველომ ყურადღება მიაქცია სხვა ეროვნების დევნილთა სათვისტომოების ინტერესებს და გამართა შეხვედრა ,,საქართველოში ბერძენთა სათვისტომოსთან“, შედეგად მომიძიეთ აფხაზეთიდან დევნილი ბერძენი და ესტონელი ეროვნების მოქალაქეების  სტატისტიკა, მათი საცხოვრებელი მისამართი ჩვენებით, ეს სტატისტიკა სამმათველოს მოგვცემს საშუალებას ამ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებთან მიმართბაში განვახორციელოთ მათ დიასპორებთან ერთობლივი პროექტები.
  • გაიმართა რამდენიმე შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილესთან  სამმართველოს შემდგომი სამუშაო სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით.
  • მსოფლიო მშვიდობის დღის აღსანიშნავად სამმართველოს თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზაციულ სამუშაოებში როგორც  ქ. თბილისში, ასევე  ქ. ზუგდიდში.
  • მომზადდა წერილი და შედეგად მიღებულ იქნა ინფორმაცია იმ დევნილი არასრულწლოვნების შესახებ, რომელნიც იმყოფებიან აღმზრდელობით დაწესებულებებში. მიმდინარეობს მუშაობა ამ ახალგაზრდების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტებზე.
  • დაიწყო მუშაობა და შეიქმნა პროექტი ,,სკოლის ვებ გვერდი მშვიდობისათვის“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისათვის ვებ-გვერდების შექმნას, თანამონაწილე ორგანიზაციები: კომპანია ,,ეკო-ფუდი“, ასოციაცია ,,გრენა“, კომპანია ,,ვებ სოლუშენი“, ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი“.
  • გამიმართა შეხვედრა პროექტ ,,ირმის ნახტომის“ წარმომადგენლებთან, განისაზღვრა თანამშრომლობის ფორმები.
  • დაიწყო მუშაობა პროექტზე ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“ და რომელიც დასრულდა დეკემბერს, თანამონაწილე ორგანიზაციები:  ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, ასოციაცია ,,დაცული მოძრაობა“,  შ. პ. ს. ,,ასტრა პარკი“, ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი-ფარმა“, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი“, ყავა ,,პელეს“ წარმომადგენლობა საქართველოში, ქ. თბილსისი მერიის სატრანსპორტო სამსახური. გადამზადდა 32 პედაგოგი და 100-ზე მეტი დევნილი მოსწავლე.
  • სამმართველოს წარმომადგენლები ჩართულნი არიან პროექტის ,„აფხაზეთი ფოტოებსა და ნაწერებში“ განხორციელებაში.
  • სამმართველოს თანამშრომელი მონაწილეობას იღებს ქ.ზუგდიდში  გამართულ  სემინარში:  “ინკლუზიური სწავლების დანერგვა საჯარო სკოლებში“.

ოქტომბერი

  • სამმართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ ტელეკომპანიაში “მზე“, პროგრამა „ეტალონში“  დევნილი ბავშვების ჩაწერის ორგანიზებაში.
  • სამმართველოს წარმომადგენელი მონაწილეობდა ქ.ზუგდიდში  გალის საგანმანათლებლო რესურცენტრის ზუგდიდის წარმომადგენლობაში აფხაზეთის  ა/რ  სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაში.
  • გაიმართა შეხვედრა ,,მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან, განისაზღვრა შემდგომო შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებები.
  • სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთნენ დღესასწაულზე ,,აფახაზეთობა 2009“  შესაძლო სპონსორებისა და მონაწილე მეწარმეების მოძიების პროცესში.
  • გაიმართა შეხვედრა დეველოპერული კომპანია ,,აქსისის“ წარმომადგენლებთან სამმართველოს ოფისის შესაკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
  • სამმართველოს თანამშრომელი ჩაერთო აფხაზეთის  ა/რ საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის გადამზადების ვაუჩერების გადაცემის პროცესში .
  • შედგა შეხვედრა „ ბიბლიოთეკა, კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომა““-ს წარმომადგენლებთან, აფხაზეთიდან დევნილი უანრშეზღუდული მოზარდების რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის მიზნით.
  • სამმართველომ მოიძია აფხაზეთიდან დევლილი უნარშეზღიდული არასრულწლოვნების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, მიმდინარეობს მუშაობა მათ დაზუსტებაზე.
  • შედგა შეხვედრა ,,საქართველოს უსინათლოთა კავშირში“აფხაზეთიდან დევნილი უსინათლო მოზარდების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვისა და შემდგომი თანამშრომლობის განსაზღვირს მიზნით.
  • სამმართველოს წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას დასავლეთ საქართველოში განთავსებული ა/რ სკოლების დირექტორების შეხვედრაში.
  • გაიმართა შეხვედრა დეველოპერული კომპანია ,, „ტექტონი“ და „გლობალ მეტალი“ წარმომადგენლებთან სამმართველოს ოფისის შესაკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
  • სამმართველოში შედგა შეხვედრა ა რეჟისორ მაია შენგელიასთან, განხილულ იქნა რეჟისორის წინადადებები.

ნოემბერი

  • შედგა ვიზიტი „ავერსში“,პროექტ:  „საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“- ში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.
  • შედგა შეხვედრა ორგანიზაციებთან და სამიზნე ჯგუფებთან პროექტ  „მომავალი ძალადობის გარეშე“-ში მონაწილეობის შესახებ.
  • სამმართველოს წარმომადგენელი მონაწილეობდა გალის რაიონის საშუალო სკოლებისათვის პროგრამის ,,საქართველოს მთავრობის საჩუქარი“ ფარგლებში სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესში .
  • შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე იულია ხარაიშვილთან ღონისძიება „მომავალი ძალადობის გარეშე“ შესაძლო თანამშროლობის გარკვევის მიზნით.
  • სამმართველოს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა პროექტის  „იქნება ვეფხის დედაი, ჩვენზე მწარედა სტირისა!“ მომზადებაში.
  • ქ.თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამშვიდობო განათლების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა_ საღამო „მომავალი ძალადობის გარეშე” ოგრანიზებაში მონაწილეობდა სამმართველოს წარმომადგენელი.
  • გაიმართა შეხვედრა  თბილისის მერიის წარმომადგენელთან  აფხაზეთის #3 საჯარო სკოლის მიმდებარედ მართვადი შუქნიშნის დამონტაჟების თაობაზე.
  • მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს საქართველოს მეცნიერებათა  აკადემია და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სახლი. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაიგზავნა დბულებები აფხაზეთის ა/რ  საჯარო და კონფლიქტის ზონაში, ფუნქციონირებად საშუალო სკოლებში. სულ 28 დებულება.
  • გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონფლიქტოლოგიის ცენტრში, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
  • შედგა ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში  მოზარდებისათვის სამხედრო ბაზებზე შესაძლო ექსკურსიის  შესახებ.
  • დაიწყო პროგრამა ,,ჩემი მშვიდობიანი მომავალის“ განხორციელება, რომელიც ითვალისწიონებს დევნილი მოზარდების სტუმრობას სახელმწიფო საჯარო სამსახურის დაწესებულებებში, უმაღლეს საჯარო მოხელეებთან შეხვედრას. პირველი ეტაპი განხორციელდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ნოემბერ - დეკემბერში განხორციელდა 4 სტუმრობა და მონაწილეობა მიიღო 120-ზე მეტმა დევნილმა ახალგაზრდამ, მათ შორის ზემო აფხაზეთიდან დევნილმა 35-მა და გალის რაიონიდან, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა 20-ზე მატმა  მოზარდმა. შეხვედრები გაიმართა პარლამენტარებთან. იგივე პროექტი ამუშავდა ქ, ზუგდიდში და დევნილ მოზარდებს ეძლევათ საშუალება ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო უწყებების წარმომადგენელბს შეხვდნენ, ესაუბრონ მათ უშუალოდ. ანალოგიური ღონისძიებები განხორციელდება ქ. ქუთაისში, ქ. ბორჯომში, დ. ჩხროროწყუში, ქ, სენაკსა და ფოთში.
  • დაიწყო მუშაობა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდებისა და მათ თანატოლ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებთან შეხვედრის მოსაწყობად. (შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტში).
  • სამმართველოს წარმომადგენელმა სამების ტაძარში ,,სასარგებლო საუბრების“ ფარგლებში წაიკითხა  საჯარო ლექცია თემაზე ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთთანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი მე-19 და მე-20 სს. მიჯნაზე“.
  • განხორციელდა  აფხაზეთის  ა.რ საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების ანკეტირება პროექტის „საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის „ფარგლებში.

დეკემბერი

  • მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კუულტურის სამინისტროს ვებ-გვერდის შესაქმნელად.
  • ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად მივიღეთ აფხაზითიდან დევნილი უნარშეზღუდული მოზარდების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რაც ამ კატეგორიის მოზარდებთან შემდგომ  მუშაობას შეუწყობს ხელს.
  • განხორციელდა სამუშაო, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების გრაფიკის შესადგენად და ინფორმაციის მომზადებლად.
  • დაიწყო მუშაობა პროექტის ,,ტელეხიდი მშვიდობისათვის“ განხორციელების დასაწყებად. ტელეხიდის 1-ეტაპის გამართვა იგეგმება საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებთან.
  • აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებს მიეწოდათ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო ფილმი ,,მე ვიცავ საგზაო მოძრაობის წესებს“ და თვალსაჩინო მასალა საჯზაო ნიშნების გამოსახულებით.
  • ჩატარდა ტრენინგები ქ. ზუგდიდში, ქ, ქუთაისში და ქ. თბილისში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“ ფარგლებში.
  • შ.პ.ს. ,,ასტრა პარკში“ შედგა პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“ მსვლელობის პრეზენტაცია და დახურვის ცერემონიალი. გაიმართა შეჯიბრი კარტიმგებით როლაში.
  • სამმართველო ჩაერთო   გაუკეთა ენგურსგაღმა და თბილისში მცხოვრები დევნილი მოზარდების შეხვედრის ორგანიზებაში. ახალგაზდები ერთობლივად ესტუმრნენ  საქართველოს  პატრიარქს ბარბარობის წმინდა დღესასწაულზე სამებაში (30 მოზარდი). პატრიარქმა მოზარდები დაასაჩუქრა ფულადი თანხით 1000 ლარი. მათვე დაათვალიერეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, და ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს.
  • სამმართველოს წარმომადგენელი იმყოფებიოდა სტუმრად აფხაზეთის  #8 საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ შემეცნებით კონკურსზე „რა, სად, როდის?“
  • სამმართველოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა და ეროვნულ გალერეაში გაიხსნილ დევნილი მოზარდების ნახატების გამოფენისა და ლიტ. ნამუშევრების პრეზენტაციის ორგანიზებაში, თემაზე : „მე და მშვიდობა“, „არა _ძალადობას!“. ორგანიზატორი: ფონდი: ,,მშვიდობა და ჰარმონია”.
  • სამმართველოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოში განთავსებული საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის სამედიცინო ვაუჩერების დარიგების ორგანიზებაში .
  • სამმართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კლუბ „ტრიუმფში“ ჩატარებულ  „მის აფხაზეთი 2009-ის“  მოსამზადებელ-საორგანიზაციო საქმიანობაში.
  • სამმართველომ უზრუნველყო 500-ზე მეტი დევნილი მოზარდის  უფასოდ დასწრება საახალწლო ღონისძიებებზე.
  • 16 დევნილი მოზარდი დაესწრო ტელესერიალ ,,შუა ქალაქში“ საახალწლო ჩაწერას.
  • შედგა შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მკვლევარებთან რათა მათი ნაშრომები განთავსდეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე.