აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2009 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში
2009-04-06
  • 2009 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად კვლავ რჩებოდა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება ზოგადი განათლების სფეროში, ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვისათვის ხელშეწყობა, სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ყველა სასკოლო დაწესებულების მონიტორინგი, არსებული მდგომარეობისა და პირობების შესწავლა და მათი გაუმჯობესებისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება, კონფლიქტის ზონის პედაგოგებისათვის საგნობრივი ტრენინგების პროგრამების განხორციელება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა, კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი პროგრამების განხორციელება, საერთაშორისო დონორებთან და სპონსორებთან მუშაობა, მასობრივი სპორტის ხელშეწყობა, პროგრამა “პატრიოტ”-ში აქტიური მონაწილეობა და ა.შ.  უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით სამინისტროს საქმიანობა ძირითადად განისაზღვრება მისი სტრუქტურული ერთეულების- განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამმართველოების, გალისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ბავშვთა ჰარმონიული განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებებით.
  •  საანგარიშო პერიოდში სამინისტროს განათლების სამმართველომ კრებულის სახით გამოსაცემად მოამზადა აფხაზეთის მასწავლებელთა II კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები.
  • 6 იანვარს გადამოწმდა აფხაზეთის დევნილი საჯარო სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საშუალო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ჯანმრთელობის დაზღვევის მონაცემთა ბაზა.
  • 14 იანვარს აფხაზეთის საჯარო სკოლებში დარიგდა “მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი”.
  • 23 იანვარს აფხაზეთის საჯარო სკოლებს მიეწოდათ საინფორმაციო წერილები და სახელმძღვანელოები “ტოლერანტობის საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამის სასწავლო პროცესში დანერგვის” შესახებ.
  • 2 თებერვალს აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს გაეგზავნათ საჯარო სკოლების “დაწყებითი საფეხურის წლის საუკეთესო პედაგოგის” გამოსავლენი კონკურსის დებულება.
  • 3 თებერვალს აფხაზეთის დევნილ საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიების საშუალო სკოლებს გადაეცათ სოსო ცინცაძისა და ულდის უმულისის ავტორობით 2008 წელს გამოცემული კრებული  “ნატო და საქართველოს უსაფრთხოება”.
  • 5 თებერვალს სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაურიგდათ კრებული  “ერთიანი ეროვნული გამოცდები -2009”.
  • 6 თებერვალს გადამოწმდა და შეიქმნა შესაბამისი კლასების მოსწავლეთა ახალი მონაცემთა ბაზა პროგრამისათვის  “ჩემი პირველი კომპიუტერი”.
  • 10 თებერვალს აფხაზეთის საჯარო სკოლებს გადაეცათ აბიტურიენტების სარეგისტრაციო ანკეტები, ცნობარები და სარეგისტრაციო ბეჭდები. საპატრიარქოსთან არსებულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან შედგა შეთანხმება უნივერსიტეტის ბაზაზე აფხაზეთიდან დევნილ 20-მდე მეთორმეტეკლასელი აბიტურიენტის ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ ჯგუფებში ჩარიცხვის თაობაზე.
  • 11 თებერვალს გადამოწმდა და მომზადდა ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დარჩენილი პედაგოგების მონაცემთა ბაზა.
  • 12 თებერვალს სკოლებს დაეგზავნათ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაშის _ “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საკონკურსო პირობების გამოცხადების შესახებ.
  • 3 მარტს გალერეაში ,,ჰობი" გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა - `საგაზაფხულო ვერნისაჟი- 2009~.
  • 11 მარტს ქ. ზუგდიდში არსებული აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის ბაზაზე დაიწყო “ოკუპირებული ტერიტორიების აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი”-ს პროექტის განხორციელება.
  • 12 მარტს აფხაზეთის საჯარო სკოლებს დაეგზავნათ საერთაშორისო კონკურსის “ალიანტე”-ს ცირკულარი. აფხაზეთის საჯარო სკოლებს დაეგზავნათ საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. 1921 წლის რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში გაიმარჯვეს აფხაზეთის #12-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კონკურსში გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნ. გვარამიამ დააჯილდოვა პერსონალური კომპიუტერებით
  • 12 მარტს კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო.
  • 14-15 მარტს ქ. თბილისში შ. ჩოჩიშვილის სახელობის სპორტულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს პირველობა ჭიდაობა ძიუდოში 1993-1994 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, რომელშიც აფხაზეთის ნაკრები მონაწილეობდა 8 კაცის შემადგენლობით. გუნდი „აფხაზეთი“ მონაწილეობას იღებს ქ. თბილისის პირველ ღია ჩემპიონატში მოყვარულთა შორის მინი-ფეხბურთში. სამმართველოს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ხორციელდება.
  • 18 მარტს ზემო აფხაზეთიდან დევნილ აბიტურიენტებს გადაეცათ კრებულები _ “როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისათვის” (ძირითადი და არჩევითი საგნები). უფროსკლასელთათვის დაიწყო საგანმანათლებლო სახელობო პროგრამის _ “პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” განხორციელება. აფხაზეთის #3 და #8 საჯარო სკოლებში დაიწყო პროექტის- “საკვირაო სკოლის” განხორციელება. სკოლებში ფუნქციონირებს ინგლისური ენის, აფხაზური ენისა და სპორტის სექციები.  ქ. ზუგდიდში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ისეთი პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა - “ოკუპირებული ტერიტორიის (გალის რაიონი) მასწავლებელთათვის საგნობრივი ტრენინგები” და ` ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ტრენინგები. სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გაემგზავრა 3 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საჯარო სკოლებისათვის (აფხაზეთის ##1, 5, 6, 7, 10, 11, 12, 14, 15, 21 საჯარო სკოლებში) სსიპ `ირმის ნახტომის~ მიერ გადაცემული ტექნიკის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ადგილებზე რეალურად არსებული რაოდენობის გადამოწმების მიზნით. (მივლინების მარშრუტი: თბილისი _ ქუთაისი _ სენაკი _ ჩხოროწყუ _ ზუგდიდი _ ფოთი _ თბილისი). აფხაზეთის #10 საჯარო სკოლას გადაეცა ჟურნალი, “მასწავლებელი” და 2 კომპლექტი მასწავლებლის პროფ. სტანდარტი. აფხაზეთის #3 საჯარო სკოლას გადაეცა 2 კომპლექტი მასწავლებლის პროფ. სტანდარტი. სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სტატისტიკის დეპარტამენტს გადაეგზავნა აფხაზეთის საჯარო სკოლების სტატისტიკური მონაცემები 2009 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორს გადაეგზავნა აფხაზეთის ##1, 5, 6, 7, 10, 11, 12, 14, 15, 21 საჯარო სკოლებისთვის სსიპ “ირმის ნახტომის” მიერ გადაცემული ტექნიკის,  ინფორმაციულ_საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ადგილებზე რეალურად არსებული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. განისაზღვრა 2009-2010 სასწავლო წლისათვის აფხაზეთის საჯარო სკოლებში შემსვლელ პირველკლასელთა სავარაუდო რაოდენობა. აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაურიგდათ სააღდგომო საჩუქრები. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოს დირექტორს გადაეგზავნა წერილი აფხაზეთის საჯარო სკოლების დაზღვევის გარეშე დარჩენილი პედაგოგებისა  და ეთხოვა, მოეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნულ პედაგოგთა მიერ 2009წ. მოქმედი `სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით~ გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის შესახებ. აბიტურიენტთა მიერ შევსებული ანკეტები გადაეგზავნა სკოლებს მონაცემების გადამოწმების მიზნით. სკოლებში დაიწყო სპეც. ლიტერატურის დარიგება: „რელიგიური მრავალფეროვნება და ინტერკულტურული განათლება: სახელმძღვანელო სკოლებისათვის“ და „ისტორიის სწავლება სხვადასხვაგვარი ხედვის გამოყენებით: სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის“. მომზადდა საჯარო სკოლების IX კლასელთა სახელობითი სია და გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების საძიებო სისტემის მოდულის შექმნის მიზნით, გადაეგზავნა ინფორმაცია აფხაზეთის საჯარო სკოლების შესახებ. პროექტის „სახელობო სწავლებ-ის“ ფარგლებში შეძენილ იქნა 8 საკერავი მანქანა აფხაზეთის საჯარო სკოლებისათვის. სკოლებს გადაეგზავნა ინფორმაცია – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით გამოცხადებული მოსწავლეთა თემებისა და ნახატების კონკურსის შესახებ _ „საქართველოს პოლიცია“.
  • 20-22 მარტს ქ. თბილისში „მართვეს“ სპორტულ დარბაზში ჩატარდა ი. ომანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 350-მა სპორტსმენმა.