აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2009 წლის II კვარტალში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში
2009-04-07
  • 2009 წლის 4-7 აპრილს ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა კალათბურთში ქ.ზუგდიდში. შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ნაკრები გუნდები, სულ 8 გუნდი. აფხაზეთის ფეხბურთელთა გუნდი „აფხაზეთი” მონაწილეობს თბილისის ღია ჩემპიონატის თასისა და სუპერთასის გათამაშებაში მინი-ფეხბურთში მოყვარულთა შორის.
  • 14 აპრილს ჩატარდა `საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფერენცია თემაზე: ,,რუსიფიკატორული პოლიტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში".
  • 2009 წლის 14 აპრილს ჰარმონიული განვითარების ცენტრის ლიტერატურის სექტორმა ჩაატარა დედა-ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება `იბერის ენა, თამარის ენა”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სექტორის აქტივისა და ზემო აფხაზეთის მოსწავლეები და მშობლები, ცენტრის დირექციის წარმომადგენლები. იმავე დღეს მოეწყო ექსკურსია საგურამოში. მონაწილეებმა მოინახულეს მცხეთა, სვეტიცხოველი, ჯვარი, დედათა მონასტერი. 
  •  14 აპრილს ქ.ზუგდიდში ესთეტიკური აღზრდის სექტორმა ჩაატარა ღონისძიება “დედაო ენავ, მე შენ მიყვარხარ და საქართველო”. პროექტი განხორციელდა კონკურსის სახით. მონაწილეობდა კონფლიქტის ზონის 7 მოსწავლე და ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლის 9 მოსწავლე. გამოვლინდა გამარჯვებული – აფხაზეთის # 1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნელი ლატარია.
  •  28 აპრილს  კულტურული სექტორის მიერ ჩატარებული იქნა ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო: „ერის სიძლიერე შვილთა სიმრავლეშია” , სადაც მიწვეულნი იყვნენ მრავალშვილიანი და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ მეომართა დედები.
  • 8 მაისი - საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ყრილობა, მონაწილეობდნენ სპორტის სამმართველოს მუშაკები.
  • 9 მაისს – გამარჯვების დღეს, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და აფხაზეთის ჰარმონიული განვითარების ცენტრის კულტურული სექტორის აქტივის მიერ ჩატარდა შემოქმედებითი მარათონი ვაშენოთ ერთი სახლი~, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრთან არსებულმა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსანბლმა - `თეთრი აფრები~, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა `ივერიონი~ და `ხალისი~. ნორჩმა მომღერლებმა სალომე თავზარაშვილმა, მარი სუბელიანმა და მარი უგრეხელიძემ.
  •  10 მაისიდან უცხო ენების სექტორი ახორციელებს სამთვიან საწავლო პროგრამას ფრანგულ და ინგლისურ ენებში.
  •  15 მაისს ქ. ზუგდიდში ესთეტიკური აღზრდის სექტორის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი - ,,ვსაუბრობთ და ვწერთ ინგლისურად”, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის ზონისა და ზუგდიდში განთავსებული საჯარო სკოლების  მოსწავლეებმა.
  • 16-17 მაისს ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის ბაზაზე, ოკუპირებული ტერიტორიების პედაგოგებისათვის ჩატარდა საგნობრივი ტრენინგები, მონაწილეობა მიიღო სულ 85-ზე მეტმა პედაგოგმა. ტრენინგი ჩაატარეს პარტნიორი ორგანიზაციის „განათლების ინსტიტუტი“-ს ტრენერებმა. პროექტი ითვალისწინებდა საგნის პედაგოგების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და ინფორმაციული მასალებით უზრუნველყოფას, გალის რაიონის ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას არსებულ რთულ პოლიტიკურ ფონზე. პროექტით გათვალისწინებულია საგნობრივი ტრენინგები სწავლების პროცესის წარმართვაში, განათლების რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისად. სკოლებს გადაეგზავნათ სპეც. ბლანკები ოქროსა და ვერცხლის მედლების კანდიდატთა მოსწავლეთა სიის განსათავსებლად. სკოლებს დაევალათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდისათვის, სკოლების ფოტო-მასალისა და სკოლის შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
  • 20-21 მაისი -  საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში 1995-96 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ნაკრები გუნდი 5 სპორტსმენის შემადგენლობით.
  •  23-24 მაისი -  საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში 1990-92 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, მონაწილეობდა აფხაზეთის ნაკრები გუნდი 8 სპორტსმენის შემადგენლობით.
  • 25 მაისს გაიმართა აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი. მაისში გამოსაცემად მომზადდა სანოტო კრებული `სიმღერები აფხაზეთზე~, რომელშიც შევიდა 19 სიმღერა, ნოველები და ფოტომასალა.
  •  25 მაისს უცხო-ენების სექტორის მიერ ჩატარდა კონკურსები: `საუკეთესო ნამუშევარი~, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის #3, #2, #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და თბილისის #51 საჯარო სკოლის მოსწავლემ.
  •  26 მაისს ცენტრის სახვითი ხელოვნების სექტორმა ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა შარდენზე, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მოსწავლეთა ნახატები.
  •   ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბ-ნ დ. ქირია. სამხატვრო აკადემიის რექტორი ბ-ნ გ. ბუღაძე, რომელმაც მონაწილეებს გადასცა სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
  • აფხაზეთის ##2,3,7 და 10 საჯარო სკოლებს პროექტის „სახელობო სწავლებ“-ის ფარგლებში გადაეცათ საკერავი მანქანები (სკოლაზე 2ც.).
  • აფხაზეთის ##2 და 3 საჯარო სკოლებს პროექტის „საკვირაო სკოლა“ ფარგლებში გადაეცათ სპორტული ინვენტარი. დაიწყო მზადება 14 ივნისს დანიშნული სამეურვეო საბჭოს არჩევნებისათვის, განისაზღვრა აფხაზეთის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს არჩევნების კოორდინატორები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეწოდა დამამთავრებელი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მონაცემები.
  • 28-29 მაისს ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის საჯარო და კონფლიქტის ზონაში (გალის რაიონი) ფუნქციონირებადი და გენწვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ პირველი ხარისხის დიპლომებით. გითოლენდია თათია, შერვაშიძე თეონა, (აფხაზეთის #1 საჯარო სკოლა). ბაგათელია ლანა, ტუფურია მარიკა, ძანძავა ხატია (# 16 საჯ. სკოლა). ბაღბაია ირაკლი _ ჰარმონიული განვითარების ცენტრის აღსაზრდელი. 
  • 30-31 მაისს ესთეტიკური აღზრდის სექტორმა ჩაატარა ღონისძიება ,,სტუმრად მეგობრებთან” _ თბილისის # 67 სკოლისა და კონფლიქტის ზონის _ სიდის, თაგილონისა და ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეების შეხვედრა.
  • 31 მაისს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ქ. ზუგდიდში არსებული აფხაზეთის I საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის (30 მოსწავლე) ორგანიზებულ იქნა ორდღიანი ტრენინგ-სემინარისა და დასვენების დღე. ღონისძიება მიძღვნილი იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი. I დღე _ ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე `სამოქალაქო საზოგადოება და ბავშვთა უფლებების დაცვა. II დღე _ აფხაზეთის ა/რ მთავრობამ პროექტში მონაწილე ბავშვებს უმასპინძლა რესტორან „კრწანისში“, სადაც გაიმართა  გასართობი კონცერტი.  ღონისძიება გაგრძელდა ფუნიკულიორზე გასეირნებით და მცხეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით.
  • ქ. თბილისში 2009 წლის 31 მაისს ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1 ივნისს. ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ შესაბამისი მასალები და საჩუქრები. პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 45 ახალგაზრდამ გალის რაიონიდან და ზუგდიდის #1 საჯარო სკოლიდან. ტრენინგმა ხელი შეუწყო ადამიანისა და ბავშვის უფლებების დაცვის, კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევების შემუშავებას. საკუთარი უფლებების დაცვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგიონისათვის. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინა აფხაზეთის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემები. აფხაზეთის საჯარო სკოლების, სამეურვეო საბჭოების არჩევნების კომისიის წევრებს, სკოლების დირექტორებს და კოორდინატორებს სამმართველოს ორგანიზებით ჩაუტარდათ ტრენინგი, თემაზე: `საჯარო სკოლები და სამეურვეო საბჭოს არჩევნები.
  •  1-3 ივნისი -  საქართველოს პირველობა ძიუდოში 1997-98 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, მონაწილეობდა აფხაზეთის ნაკრები გუნდი 6 სპორტსმენის შემადგენლობით.
  •  1-2-3 ივნისი - სპორტულ-მასობრივი ღონისძიება ქ. ზუგდიდში. აფხაზეთიდან დევნილ, პერსპექტიულ ფეხბურთელს გიგა სვანაძეს გაეწია ფინანსური დახმარება 500 ევროს ოდენობით  იტალიაში გამართულ ფეხბურთის  საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
  • 1 ივნისს დაბა წყნეთში კულტურული ღონისძიების მიერ ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო სოლიდარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც
  • მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილი საჯარო სკოლების (#3, #2, და #8) აღსაზრდელებმა. ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა.
  • 2 ივნისს ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი სექტორის პროექტის: ,,ყველა ბავშვი ჩვენი საზრუნავია” მეორე ეტაპის ღონისძიება_ექსკურსია თბილისის ღირშესანიშნავ ადგილებში (მთაწმინდის პარკი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბა), რომელშიც მონაწილეობდა ზემო აფხაზეთიდან დევნილი 40 მოზარდი.
  • 5 ივნისს წყნეთის, თბილისის ზღვისა და ვაშლიჯვრის კომპაქტური ჩასახლებებიდან 50 დევნილი მოსწავლისათვის მოეწყო ექსკურსია სიღნაღსა და ბოდბეში.
  •  7-14 ივნისს ჩატარდა ტურნირი მინი-ფეხბურთში “LG  CUP”  მოყვარულთა შორის. გუნდმა `აფხაზეთი” დაიკავა პირველი ადგილი. სამმართველომ გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთობლივად განახორციელა სამდღიანი პროექტი „კულტურათა დიალოგი“ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პედაგოგებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა: I დღე _ ექსკურსია სიღნაღსა და ბოდბეში – 22 მაისი; II დღე _ სამების საკათედრო ტაძარში გალელი პედაგოგები დაესწრნენ სვიმონ კანანელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ წირვა_ლოცვას. ისინი შეხვდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობას და ისაუბრეს მათთან არსებულ პრობლემებზე – 23 მაისი; III დღე _ შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან და გალის რაიონში არსებული საგანმანათლებლო პრობლემურ საკითხებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი – 24 მაისი;
  • 12 ივნისს ჩატარდა აფხაზეთის I და II სამუსიკო სკოლების საანგარიშო კონცერტები.
  • 12 ივნისს ესთეტიკური აღზრდის სექტორის სპეციალისტებმა ზუგდიდში ჩაატარეს ღონისძიება – კონკურსი ,,ყველაზე საზრიანი”. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის საჯარო და კონფლიქტის ზონაში (გალის რაიონი) ფუნქციონირებადი საშ. სკოლის მოსწავლეებმა.
  • 14 ივნისს აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნა აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჩატარებული  სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების მონაცემები. დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მონაცემების შეგროვება, სასკოლო წიგნებით დახმარების მიზნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეგზავნა აფხაზეთის #13 და #16 საჯარო სკოლებში ჩატარებული სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების მონაცემები. დასრულდა სახელობო განათლების პროგრამის განხორციელება აფხაზეთის #1, #2, #5, #7, #10, #11 საჯარო სკოლებში. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ X-XI კლსასელები. პროექტის მიზანი იყო ხელი შეეწყო უფროსკლასელთა პროფესიულ მომზადებას კონკრეტულ სახელობო სპეციალობებში. სკოლის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა მათთვის სასურველ სპეციალობებს საშუალო განათლების მიღების პროცესშივე დაუფლებოდნენ. ამასთანავე მონაწილეებს მიეცათ მცირე ბიზნესისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების საშუალება. სახელობო სპეციალობებს შორის შერჩეული იყო კერვის, კომპიუტერული ოპერატორ-დამკაბადონებლის, გობელინის ქსოვისა და ხელსაქმის მიმართულებები, სწავლის ბოლოს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული იქნა პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები. სამმართველოს წარმომადგენელმა მონაწილეობა  მიიღო სერგი ჯიქიას დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში (ქ. ახალციხე). დასრულდა პირველი ეტაპი „საკვირაო სკოლისა“, რომელიც ხორციელდებოდა აფხაზეთის #3, #8 საჯარო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისათვის და გაგრძელდება სექტემბრიდან. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა თავისუფალი დროის დაგეგმვას. გაუმჯობესდება დევნილი მოსწავლეების მომზადებისა და ცოდნის დონე ინგლისურ ენაში, აფხაზურის, როგორც, მეორე სახელმწიფო ენის შესწავლის პირველი პრეცედენტი აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების ბაზაზე. სპორტულ სექციებში მოსწავლეების აქტივობით ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
  • 2009 წლის ივნისში აბიტურიენტთა მოსამზადებელმა ცენტრმა მუშაობა დაასრულა ქ. ზუგდიდში არსებულ აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის ბაზაზე. კონფლიქტის ზონის მოსწავლეთა და აბიტურიენტთა სურვილი–სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში– გათვალისწინებული იქნა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების სამმართველოს მიერ შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტის ზონის აბიტურიენტთა მომზადებას ძირითად სასწავლო დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა (რუსული) და ზოგადი უნარ-ჩვევები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად მომზადდა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელობითი სია და გაიგზავნა  განაცხადი აფხაზეთის საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისათვის; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  განხორციელდა ,, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა”, რომელშიც ჩაერთო  აფხაზეთის საჯარო სკოლის პედაგოგები. პირველ ეტაპზე დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამები საბაზო და საშუალო სკოლის ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლებისათვის.  პედაგოგთა ვაუჩერიზაციისთვის  მასწავლებლებმა გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერების ადმინისტრირების ეტაპები, რის შედეგადაც გადამზადების პროცესში ჩაერთო  100 პედაგოგი;
  • 16 ივნისს ჩატარდა კულტურული სექტორის ღონისძიება ,,რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია”. სამი თაობის შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ბ-ნ გ. ბერიკაშვილი, კ. კავსაძე, ლ. აბაშიძე, გ. ქავთარაძე, დ. ჯაიანი, , პროფ. ო. ჟორდანია, აფხაზთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გენო კალანდია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები.  
  • 26 ივნისს კონფერენციის მასალები გამოიცა სამენოვან (ქართულ, რუსულ, ინგლისურ) წიგნად (შემს. ლ. ესათია). მარტის თვეში გამოცხადდა და ივნისში დასრულდა კონკურსი გალის რაიონის ქართული სკოლების IX, X, XI კლასელ მოსაწავლეთა საუკეთესო თხზულებების გამოსავლენად. ჩვენ მიერ შეთავაზებულ თემებზე წარმოდგენილ იქნა 38 საკონკურსო თხუზულება.  სპეციალური დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა კონკურსში გამარჯვებული 5 მოსწავლე.  
  • 24-28 ივნისი – საქართველოს პირველობა ძალოსნობაში ქ. ქუთაისი. მონაწილეობდა აფხაზეთის ძალოსანთა ნაკრები 6 კაცის შემადგენლობით.
  • ივნისში გაიმართა საქართველოს დამსახურებული არტისტის ვაჟა ჩუბინიძის საიუბილეო საღამო კონსერვატორიის მცირე დარბაზში. დამთავრდა ფილმის `თეატრი აფხაზეთში~ გადაღება.