აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ 2009 წლის III კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიში
2009-10-05
  • 2009 წლის 3-8 აგვისტო – სულაქველიძის სახელობის ფეხბურთის აკადემია, ფესტივალი “სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები”. თანხა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით გადაერიცხა “სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების” ფილიალს საქართველოში სემინარში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ერთჯერადი კვებისათვის. ღონისძიებაში მონაწილეობდა სპორტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ლელა მიქელაძე, გადამზადებული ინსტრუქტორ-მეთოდისტი და აფხაზეთიდან დევნილი 192 სპორტსმენი. ღონისძიებას ესწრებოდნენ  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი. სპორტსმენების ტრანსპორტირებაში დახმარება გაგვიწია ქ.თბილისის მერიამ.
  • 2009 წლის 1-8 აგვისტო – საკალათბურთო პროგრამა ჩატარდა ქ. თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში. აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები მონაწილეობდნენ თბილისსა და ბათუმში, სულ 93 სპორტსმენი.
  • 2009 წლის 1-10 აგვისტო საერთაშორისო ტურნირი იტალიაში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები – I ადგილი. ნაკრების წევრია აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენი ლევან გობეჯიშვილი.
  • 2009 წლის 6 სექტემბერი –  გაიმართა “მარათონი მშვიდობისათვის”. მარათონში მონაწილეობა მიიღო 400-მდე 8-16 წლამდე ასაკის დევნილმა ბავშვმა (აფხაზეთის საჯარო და სპორტული სკოლების მოსწავლეები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ბავშვები). მარათონს ესწრებოდნენ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად გადასცა “ნაიკის” ფირმის სპორტული ეკიპირება, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები. 
  • 10 სექტემბერს სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწის, ენათმეცნიერის, აფხაზი ქალბატონის ანიკო აბრამიშვილი-ცვინარიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში.
  • 2009 წლის 18-19 სექტემბერი – ბავშვთა ფეხბურთის ღია ფესტივალი “მშვიდობის თასი”, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან, კოდორის ხეობიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები.
  • აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 19 სექტემბრის დადგენილების თანახმად გაუქმდა “ბავშვთა ჰარმონიული განვითარების ცენტრი”.  ცენტრის თანამშრომელთა ბაზაზე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰარმონია და მშვიდობა”, რომელთანაც 2010  წელს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო გემავს გარკვეული ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
  • მომიძიებულ იქნა აფხაზეთიდან დევნილი ბერძენი და ესტონელი ეროვნების მოქალაქეების  სტატისტიკური მონაცემები მათი საცხოვრებელი მისამართი ჩვენებით, ეს სტატისტიკა სამინისტროს მისცემს საშუალებას ამ კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებთან მიმართბაში განახორციელოს გარკვეული პროექტები.
  • 23 სექტემბერს   ზუგდიდის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი გამართა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა.
  • 27 სექტემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად  მოეწყო საღამო. მონაწილეობდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გუნდი.
  • 28-29 სექტემბერს  გაიმართა აფხაზეთის კულტურის დღეები იმერეთის რეგიონში:
  • 28 სექტემბერი _ ქუთაისის სამხატვრო გალერეაში გაიმართა  აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და ხელოვნების მოღვაწეთა შემოქმედებითი საღამო.
  • მიღებულ იქნა ინფორმაცია დევნილი არასრულწლოვნების შესახებ, რომელნიც იმყოფებიან აღმზრდელობით დაწესებულებებში. მიმდინარეობს მუშაობა ამ ახალგაზრდების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტებზე.
  • 28 სექტემბერი _ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი `ეწერში მდგარი თხმელა~.
  • შემუშავდა პროექტი ,,სკოლის ვებ გვერდი მშვიდობისათვის“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისათვის ვებ-გვერდების შექმნას, თანამონაწილე ორგანიზაციები: კომპანია ,,ეკო-ფუდი“, ასოციაცია ,,გრენა“, კომპანია ,,ვებ სოლუშენი“, ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი“.
  • 28 სექტემბერი _ სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა `თეთრი ტალღა~ წყალტუბოს კულტურის სახლ `ივერიაში~ წარმოადგინა სპექტაკლი „გამარჯობა, სოხუმო“.
  • 29 სექტებერი _ ქუთაისში მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეტრში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახ. ანსამბლმა გამართა კონცერტი.