აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ 2009 წლის IV კვარტალში შესრულებული სამუშაოსანგარიში
2009-12-31
  • სამინისტროს შუამდომლობით 1 ოქტომბერს ჩატარებულ სატელევიზიო მედიაპროექტ _ ,,ეტალონში" მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა.
  •  ორგანიზება გაუკეთდა ღონისძიებას: - `სტუდენტური თამაშები".
  • 2 ოქტომბერს  საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა „აფხაზეთი ფოტოებსა და ხელნაწერებში“.8 ოქტომბერს   კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას კონცერტი.
  • 27 ოქტომბერს საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
  • 8 ნოემბერს  გაიმართა  აფხაზეთის კულტურის დღეების დახურვა ეთნოგრაფიულ       მუზეუმში.
  • 23 ნოემბერს მოზარდმაყურებელთა თეატრში გაიმართა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ვლადიმერ ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
  • 17, 18, 19, 26, 29 დეკემბერს გაიმართა საახალწლო აქცია დევნილი   ბავშვებისათვის:
  • 17-18-19 დეკემბერი _ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვები მოილოცავენ სამშობლოს წმინდა ადგილებს და დაათვალიერებენ დედაქალაქის ღირშესანიშნაობებს.
  • 26 დეკემბერი _ ქ. ზუგდიდში, დევნილი ბავშვებისათვის დადიანის სახელმწიფო თეატრში საახალწლო ზეიმი.
  • 29 დეკემბერი _ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საახალწლო მუსიკალურ-გასართობი პროგრამა დევნილი ბავშვებისათვის და    საპრეზიდენტო პროგრამა `პატრიოტ~-ში მონაწილე ახალგაზდობისათვის. 
  • 21 დეკემბერს    კლუბ  „ტრიუმფში“  ჩატარდა  სილამაზის კონკურსი  „მის აფხაზეთი 2009“ ფინალური ტური.
  • სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით 23-25 იანვარს აფხაზეთის ნაკრებმა გუნდმა თავისუფალ ჭიდაობაში  მონაწილეობა  მიიღო  ქ. თბილისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში.
  • 2009 წლის 2-4 ოქტომბერს დაბა წყნეთში ლუკა კურტანიძის სახ. სპორტულ დარბაზში ჩატარდა  აფხაზეთის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში სახელწოდებით “სპორტი და მშვიდობა”. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან  ჩამოსულმა 150 სპორტსმენმა.  
  • 4–6 დეკემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა საქართველოს პირველობა რეგონებს შორის, ძიუდოში. ასპარეზობა ჩატარდა უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის. აფხაზეთის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა 7 კაცის შემაგენლობით: მარიდაშვილი ჯონდო, მამარდაშვილი მამუკა, რეხვიასვილი მემედა, ფერაძე ლევანი, კობაიძე გიორგი, დოპეშაშვილი ზურაბი, აბრამიშვილი მიხეილ.
  • 9 დეკემბერს, ცირკის სასახლეში ჩატარდა ფალავნობა „ქართული ჭიდაობაში“, რომელშიც აფხაზეთის სახელით მონაწილეობა მიიღო სამმა სპორტსმენმა. მამადაშვილი თენგო, კობაიძე გიორგი, ტობეშაშვილი ზურაბი.
  • 27 ნოემბერს, გალის ტერიტორიაზე ჩატარდა ტურნირი მინი–ფეხბურთში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით, რომელსაც ხელმძღვანელობს რეზო ბენდელიანი. აღნიშნულ ტურნირში გამარჯვებულთა დასაჯილდოვებლად ჩვენს მიერ მოძიებული და გადაცემული იქნა 15 სპორტული ფორმა და ბურთი.
  • 13 დეკემბერს, ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ტაიკვანდოში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა დევნილ სპორტსმენმა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით.
  • 17 დეკემბერს, კაფე „დისკავერში“ ჩატარდა გასაუბრება სილამაზის კონკურსი „მის აფხაზეთი 2009“–ში მონაწილე კონკურსანტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა კონკურსანტთა გამოვლენას ნომინაციაზე „მის მშვიდობა“. გასაუბრების შედეგად შეიქმნა თითეული კონკურსანტთან გასაუბრების ოქმი.
  • 21 დეკემბერს, კლუბ „ტრიუმფი„–ში გაიმართა კონკურსი „მის აფხაზეთი 2009“. აღნიშნულ ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველომ. კონკურსის შედეგების მიხედვით „მის აფხაზეთი 2009“ გახდა მარიამ კილასონია (17 წლის, ქ. ბიჭვინთიდან), ხოლო ნომინაცია „მის მშვიდობა“ მოიპოვა თამთა გოგელაშვილმა (16 წლის, ქ. ბიჭვინთიდან).
  • 29 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საშობაო საზეიმო კონცერტზე დასაწრებად მოწვეული იყო 200 საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“–ს ფარგლებში განხორციელებული ბანაკების მონაწილე აფხაზეთელი ახალგაზრდა და სხვა ბავშვები.
  • შეიქმნა პროექტი ,,სკოლის ვებ გვერდი მშვიდობისათვის“, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისათვის ვებ-გვერდების შექმნას, თანამონაწილე ორგანიზაციები: კომპანია ,,ეკო-ფუდი“, ასოციაცია ,,გრენა“, კომპანია ,,ვებ სოლუშენი“, ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი“.
  • დაიწყო მუშაობა პროექტზე ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“.
  • შედგა  შეხვედრა „ ბიბლიოთეკა, კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომა““-ს წარმომადგენლებთან, აფხაზეთიდან დევნილი უნარშეზღუდული მოზარდების რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის მიზნით.
  • მოიძიებუ იქნა აფხაზეთიდან დევლილი უნარშეზღუდული არასრულწლოვნების შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
  • დაიწყო  მუშაობა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვებ-გვერდის შესაქმნელად.
  • დაიწყო პროგრამა ,,ჩემი მშვიდობიანი მომავალის“ განხორციელება, რომელიც ითვალისწიონებს დევნილი მოზარდების სტუმრობას სახელმწიფო საჯარო სამსახურის დაწესებულებებში, უმაღლეს საჯარო მოხელეებთან შეხვედრას. პირველი ეტაპზე განხორციელდა სტუმრობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ნოემბერ დეკემბერში შედგა  4 სტუმრობა რომელშიც  მონაწილეობა მიიღო 120-ზე მეტმა დევნილმა ახალგაზრდამ, მათ შორის ზემო აფხაზეთიდან დევნილმა 35 მოზარდმა. შეხვედრები გაიმართა პარლამენტარებთან. იგივე პროექტი ამუშავდა ქ, ზუგდიდში, რითაც  დევნილ მოზარდებს ეძლევათ საშუალებაშეხვდნენ  ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო უწყებების წარმომადგენელბს და გაესაუბრონ მათ. ანალოგიური ღონისძიებები განხორციელდება ქ. ქუთაისში, ქ. ბორჯომში, დ. ჩხროროწყუში, ქ, სენაკსა და ფოთში.
  • სამინისტროს  წარმომადგენელმა სამების ტაძარში პროგრამა: ,,სასარგებლო საუბრების“ ფარგლებში წაიკითხა  საჯარო ლექცია თემაზე ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთთანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი მე-19 და მე-20 სს. მიჯნაზე“.
  • 1 ნოემბერი -ს დაიწყო პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“ განხორციელება,თანამონაწილე ორგანიზაციები:  ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, ასოციაცია ,,დაცული მოძრაობა“,  შ. პ. ს. ,,ასტრა პარკი“, ფარმაცევტული კომპანია ,,ავერსი-ფარმა“, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, ფონდი ,,განათლების ინსტიტუტი“, ყავა ,,პელეს“ წარმომადგენლობა საქართველოში, ქ. თბილსისი მერიის სატრანსპორტო სამსახური. გადამზადდა 32 პედაგოგი და 100-ზე მეტი დევნილი მოსწავლე.
  • 10 ნოემბერი - განხორციელდა  აფხაზეთის  ა.რ საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების ანკეტირება პროექტის „საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის „ფარგლებში.
  • 19 ნოემბერი - ჩატარდა ტრენინგები ქ. ზუგდიდში, ქ, ქუთაისსა  და ქ. თბილისში, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“ ფარგლებში.
  • 5 დეკემბერი - დაიწყო მუშაობა პროექტის ,,ტელეხიდი მშვიდობისათვის“ განხორციელების დასაწყებად. 1-ეტაპი ტელეხიდისა  დაიგეგმა საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებთან.
  • 25 ნოემბერი - აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებს მიეწოდათ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მასწავლებლისა და მოსწავლის სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო ფილმი ,,მე ვიცავ საგზაო მოძრაობის წესებს“ და თვალსაჩინო მასალა საგზაო ნიშნების გამოსახულებით.
  • 19 დეკემბერი - ორგანიზება გაუკეთდაა ენგურსგაღმა და თბილისში მცხოვრები დევნილი მოზარდების შეხვედრას, ასევე მათ ერთობლივ სტუმრობას  საქართველოს  პატრიარქთან ბარბარობის წმინდა დღესასწაულზე სამებაში .პატრიარქმა მოზარდები დაასაჩუქრა ფულადი თანხით .მათვე დაათვალიერეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტს.
  • 23 დეკემბერი - შედგა შ.პ.ს. ,,ასტრა პარკში“ შედგა პროექტის ,,საგზაო უსაფრთხოება მშვიდობიანი მგზავრობისათვის“ მსვლელობის პრეზენტაცია და დახურვის ცერემონიალი. გაიმართა შეჯიბრი კარტინგებით რბოლაში.
  • ორგანიზება გაუკეთდა დევნილი მოზარდების პოპულალურ ტელე-შოუპროგრამების ჩაწერაზე დასწრებას, ამჯამად 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო ამ პროცესს.
  • საახალწლო ღონისძიებებს, სამინისტროს კოორდინაციით, დაესწრო 500-ზე მეტი დევნილი მოზარდი.