აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2010 წლის პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიში
2010-04-01

                                    განათლების სამმართველოს მიერ 2010 წლის პირველ კვარტალში

                                                 ჩატარებული სამუშაოების  ანგარიში  

                       
• ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის ბაზაზე დაიწყო სამმართველოს მიერ დაგეგმილი პროექტის ,,ოკუპირებული ტერიტორიის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი“ განხორციელება. მოსამზადებელმა ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 05 მარტიდან და გაგრძელდება 01 ივლისამდე. პროექტის საერთო ბიუჯეტი 7500 ლარი;
• ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შედგა კომისიის სამუშაო შეხვედრები, მომზადდა განსახილველად შემოსული განცხადებების რეესტრი. კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 35 ახალგაზრდა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 9000 ლარი.
• ქუთაისში, სენაკში, ფოთში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში გაიმართა 2010 წლის ივლისში დაგეგმილი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები;
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს დაეგზავნთ ,,საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან“ დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
• აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების აბიტურიენტებს გადაეცათ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული კრებულები ,,როგორ მოვემზადეთ ეროვნული გამოცდებისათვის- 2010“ (ზოგადი უნარები, არჩევითი საგნები, ქართული ენა და ლიტერატურა უცხოური ენები);
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს მიეწოდათ ჟურნალი ,,მასწავლებელი“ #6 (2009), #1 (2010);
• მომზადდა და რეგისტრაციაში გატარდა 2010 წლის ივლისში დაგეგმილ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდადაზე გამსვლელ პედაგოგთა დოკუმენტაცია;
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს მიეწოდათ აბიტურიენტთა სარეგისტრაციო ანკეტები და ,,ცნობარი აბიტურიენტებისათვის -2010“;
• ,,სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოებით დახმარების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილ იქნა სახელმძღვანელოები ლილოს დასახლებაში მცხოვრები აფხაზი მოსწავლეებისათვის და სოციალურად დაუცველისამი ოჯახის მოსწავლეებისათვის. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2000 (ორი ათასი) ლარი;
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა გააგრძელა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა”, რომლის ფარგლებშიც 2010 წლის 01 აპრილისთვის აფხაზეთის პედაგოგებზე დამატებით გაიცა 80 ვაუჩერი;
• მომზადდა აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა სახელობითი რეესტრი 2010 წლის 01 აპრილის მდგომარეობით;
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს დაეგზავნათ ინფორმაცია კონკურსის ,,ქართული კალიგრაფიის“ შესახებ. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად სამმართველოში შემოსული ნაშრომები გადაეგზავნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ფინალში გავიდა აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის მე-9 მოსწავლე ლია მაქაცარია, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალური პრიზით –პორტატიული კომპიუტერით დაჯილდოვდა.
• მომზადდა 2010 წლის აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლის სავარაუდო მედალოსანთა სია;
• მომზადდა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა 2010 წლის აბიტურიენტთა დოკუმენტაცია დასარეგისტრირებლად (428 ანკეტა);
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს მიეწოდათ ინფორმაცია ,,ალუმნაის“ პროგრამის შესახებ და მომზადდა საინფორმაციო მასალა ვებ-გვერდისათვის;
• მომზადდა ინფორმაცია აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული სპორტული ბაზების, ინვენტარის, სპორტული კლუბებისა და ფიზიკური მომზადების მასწავლებელთა შესახებ;
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგი კონკუსების შესახებ: 1. “ჩაღლარის „მათემატიკის ოლიმპიდა, 2. ,,სოლომონ დოდაშვილი“, 3. ,,ჩემი სახლი“, 4.,,VI სასკოლო ოლიმპიადა ეკონომიკაში“, 5.,,ალიანტე“ და სხვ;
• აფხაზეთის საჯარო სკოლებს დაეგზავნთ ინფორმაცია რესპუბლიკური კონკურსის ,,14 აპრილი - ქართული ენის დღე“ შესახებ. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად განათლების სამმართველოს რეგიონალური კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 6 საუკეთესო ნაშრომი. მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა აფხაზეთის #6 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ არჯევანიძე;
• შეირჩა 60-ზე მეტი X-XII კლასების მოსწავლე აფხაზეთის #3 და აფხაზეთის #8 საჯარო სკოლებიდან მათი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ,,შაბათის სკოლა“-ში სხვადასხვა წრეებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ამ წრეებში სწავლა გაგრძელდება 22 მაისამდე.
• განათლების სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად მომზადდა ინფორმაცია საჯარო სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოების შესახებ.

                                                          კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის
                            დაცვის სამმართველოს მიერ 2010 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში


• 2010 წლის იანვარი - „ხელოვნების სკოლა №2“ წარმოადგინა საშობაო კონცერტი „ვალსების საღამო“.
• 2010 წლის 3 მარტი - დედის დღისადმი მიძღვნილი სიმღერის პრემიერა „ტელე-იმედის“ არხზე.


• 2010 წლის მარტი - კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გერმანიაში, ქ. ბრემენში ჩატარდა მხატვარ ზურაბ კოკაიას ნამუშევრების გამოფენა. ( 3000 ლარი).
• 2010 წლის მარტი - მწერალ ტატა ახალაიას მიერ აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებების კრებულის გამოცემა. (700 ლარი).
• 2010 წლის თებერვალი - აფხაზეთის სახელოვნებო სამუსიკო სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა მაჭავარიანის სახ. ფესტივალში, რომელიც ჩატარდა მე–4 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში.
ყოველთვიურად მიმდინარეობს „ხელოვნებისა და სპორტული ნიჭით დაჯილდოებული დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამაზე“ დაყრდნობით სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების ნიჭერ მოსწავლეთა კონტინგენტის შესწავლა და მათი ხელშეწყობა.

• სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს მიერ 2010 წლის პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიში
• • საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
• შეჯიბრი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირი #96-ა, 2010 წლის 22-24 იანვარს. აფხაზეთის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა 6 სპორტსმენის, 1 მსაჯისა და 1 მწვრთნელის შემადგენლობით. შეჯიბრებაში მისავლინებლად დაიხარჯა თანხა 240 ლარის ოდენობით.
• საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
• შეჯიბრი ჩატარდა ქ. ბათუმში 2010 წლის 26-28 თებერვალს. მისამართი, ქ. ბათუმი, ფიროსმანის 14. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 150-მდე სპორტსმენმა. აფხაზეთის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა 5 სპორტსმენის შემადგენლობით:
• 1. ვასილ ბექაური – 96 ჯგ. IV ადგილი
• 2. მამუკა ღვინიაშვილი – 66 კგ. IV ადგილი
• 3. თემურ ბერია – 74 კგ.
• 4. თორნიკე ალადაშვილი – 74 კგ.
• 5. ლაშა ფოფხაძე – 84 კგ.
• აფხაზეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა მწვრთნელი გოჩა ბუაძე და მსაჯი ამირან მაისურაძე. აფხაზეთის ნაკრების შეჯიბრებაზე მისავლინებლად დაიხარჯა თანხა 372 ლარის ოდენობით.
• საქართველოს პირველობა ძიუდოში (ფინალური ეტაპი) 1994-95 წლებში დაბადებულთა შორის (ჭაბუკები)
• საქართველოს პირველობა ძიუდოში ჭაბუკებს შორის ჩატარდა ქ. თბილისში 2010 წლის 5-6 მარტს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს ცენტრალურ დარბაზში. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 200-მდე სპორტსმენმა. აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციისა და სპორტის სამმართველოს ხელშეწყობით ამ ჩემპიონატში მონაწილეობდა აფხაზეთის ნაკრები გუნდი 8 სპორტსმენის შემადგენლობით.
• 1. ავთო თეთრაძე – 78 კგ.
• 2. რობერტ ბზიშვილი – 52 კგ.
• 3. ირაკლი გიორგობიანი - 56 კგ.
• 4. ირაკლი თაბუკაშვილი – 80 კგ.
• 5. გიორგი ჩიოლაშვილი – 71 კგ.
• 6. გურამ ბათიაშვილი – 86 კგ.
• 7. გიორგი ნოზაძე – 66 კგ. III საპრიზო ადგილი
• 8. დათო ჭიკაიძე – 60 კგ.
• აფხაზეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზაზა მახათაძე.
• საქართველოს პირველობა სამბოში 1992-93 წლებში დაბადებულთა შორის (ჭაბუკები).
• საქართველოს პირველობა სამბოში ჭაბუკებს შორის ჩატარდა ქ. თბილისში 2010 წლის 5-6 მარტს, გლდანის სპორტულ სკოლაში. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 120-მდე სპორტსმენმა. აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციისა და სპორტის სამმართველოს ხელშეწყობით ამ ჩემპიონატში მონაწილეობდა აფხაზეთის ნაკრები გუნდი 6 სპორტსმენის შემადგენლობით.
• 1. გიორგი ილურიძე – 65 კგ. III საპრიზო ადგილი
• 2. ვალერი ბიჩელაშვილი – 81 კგ. III საპრიზო ადგილი
• 3. ჯიმშერ ზურაბაშვილი – 75 კგ.
• 4. თამაზ ელბაქიძე – 60 კგ.
• 5. ხვიჩა ტურაშვილი – 70 კგ.
• აფხაზეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზაზა მახათაძე.აფხაზეთის მკვიდრის, გამოჩენილი ფეხბურთელის, ანატოლი(გიგა) ნორაკიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი–ფეხბურთში, 24–30 მარტი 2010 წ. თბილისი.
მონაწილეობდნენ დევნილი სპორტსმენები – სოხუმის „ცხუმი“, ოჩამჩირის „ამირანი“, ქ. თბილისის სხვადასხვა საფეხბურთო გუნდები. Ddaixarja 411 lari.
30 მარტს რადიო „საქარეთველოს ხმა“–ზე გავიდა ბ–ნ გიგა ნორაკიძესადმი მიძღვნილი რადიოგადაცემა.
• ვეტერანები მშვიდობისათვის– „მშვიდობის თასი“ მინი–ფეხბურთში, 25–28 მარტი,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანები, თბილისი, „ირაოს“ სპორტული მოედანი. ამ ტურნირში მონაწილეობდა სამინისტროს გუნდიც.

• 2010 წლის 16–18 მარტს აფხაზეთის სპორტსკოლის მიერ მოეწყო იური ომანაძის სახ. ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 300–მდე ჭაბუკმა. საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ აფხაზეთელი სპორტსმენებიც.


       პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველოს მიერ 2010 წლის I კვარტალში

                                                                            ჩატარებული სამუშაოების ანგარიში
                                                                                                                    


• ახალი წლის ღონისძიებები: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა „საახალწლო ნაძვის ხე“. სამმართველომ ორგანიზება გაუწია 30 დევნილი ბავშვის დასწრებას. თითოეულმა მიიღო საახალწლო საჩუქარი.
• სამმართველომ ორგანიზება გაუწია კომპაქტურად ჩასახლებული 45 დევნილი მოზარდის მონაწილეობას თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, 3 დღის განმავლობაში
• პარლამენტის ნაძვის ხის ზეიმზე, შეხვედრა ბაბილინასთან და სანტა-კლაუსთან კომპაქტურად ჩასახლებულები 20 დევნილი ბავშვის დასწრების ორგანიზება.
• ორგანიზება გაუკეთდა ალილოს მსვლელობაზე 30 დევნილი ბავშვის მონაწილეობის მიღებას.
• თოჯინების თეატრში 64 დევნილი ბავშვის დასწრების ორგანიზება და ფასიანი საჩუქრების გადაცემა. (სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 64 ლარი).
• ორგანიზება გაუკეთდა სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე „ჩვენი ეზო“ 200 დევნილი ბავშვის დასწრებას, მათ შორის იყვნენ ლილოში ჩასახლებული აფხაზი ეროვნების ბავშვები. ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები.
• შედგა სამუშაო შეხვედრა გაზეთ ,,კვირის პალიტრის“ მთავარ რედაქტორთან ბაია ცანავასთან, პროექტ „ტელე-ხიდი მშვიდობისთვის“ ფარგლებში საქართველო-საბერძნეთს შორის პირდაპირი სკაიპ-კონფერენციის გასამართად.
• გაუკეთდა ორგანიზება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თოქ-შოუ „პროფილის“ ჩაწერაზე 17 დევნილი მოზარდის დასწრებას.
• შედგა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი“ ი. ბოკუჩავასთან, შესაძლო, შემდგომი თანამშრომლობისათვის.
• ორგანიზება გაუკეთდა კომპაქტურად ჩასახლებული მოზარდების (20 ბავშვი) სტუმრობას ესტუმრა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილ შემოქმედ ბავშვთა ნამუშევრები.
• შედგა სამუშაო შეხვედრა კოჯრის ბატალიონის წარმომადგენლებთან, ბატალიონის სასწავლო ცენტრში დაგეგმილ სტუმრობასთან დაკავშირებით.
• შედგა შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „ჯი.პი.აი ჰოლდინგთან“. ასტრა პარკში ჩასატარებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
• გაუკედა ორგანიზება ტელეკომპანია „იმედში“ ,,ნანუკას შოუზე“ 15 ბავშვის დასწრებას.
• გაუკეთდა ორგანიზება ტელეკომპანია „იმედის“ სტუდიაში ტელესერიალ „შუა ქალაქში“ 20 დევნილი ბავშვის დასწრებას
• მერიის პროგრამის კომპიუტერებისა და უცხო ენების შემსწავლელი კურსებში მსურველთა მოსაძიებლად განხორციელდა ვიზიტები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში.
• შედგა შეხვედრა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ ჯონი აფაქიძესთან, დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტ „იბერია“-ს რექტორთან დ. ჩიტაიასთან, აფხაზეთის # 8 და # 2 საჯარო სკოლების დირექტორებთან, მიზანი: მერიის პროგრამის: უფასო კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების პროგრამაში დევნილი მოსახლეობის ჩართვის უზრუნველყოფა და უნივერსიტეტების ბაზაზე სასწავლო ჯგუფის შექმნა.
• სამმართველოში გრძელდება მერიის პროგრამაში ,,მიიღე ცოდნა შენი დასაქმებისათვის“, ინგლისურისა და კომპიუტერის კურსებზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია.
• დაიწყო მოლაპარაკება გამომცემლობებთან აფხაზეთის საჯარო სკოლებში ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შესავსებად.
• შედგა შეხვედრა სპორტულ -გამაჯანსაღებელ კომპლექსში „ელიტა“ დევნილი ბავშვებისათვის აბონიმენტების გადაცემასთან დაკავშირებით.
• გაიმართა მოლაპარაკება მუსკომედიის თეტრის მესვეურებთან დევნილი ბავშვების წარმოდგენებზე დასწრებასთან დაკავშირებით.
• სამმართველოში მიმდინარეობს აღმზრდელობით დაწესებულებებში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ოჯახების მოძიება და მათი კოორდინატების დადგენა, მოძიებულ იქნა 14 აფხაზეთელი არასრულწლოვანის მონაცემები.
• განხორციელდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ტოქ-შოუ „პროფილში“ 20 დევნილი ბავშვის დასწრების ორგანიზება.
• შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთან, დევნილი ბავშვებისათვის ბათუმში ექსკურსიის მოწყობის თაობაზე.
• მიმდინარეობს ჟურნალ „ალმანახისათვის“ მოსწავლეთა თემების გასწორება და გამომცემლობისათვის მიწოდება.
• შედგა შეხვედრა გამომცემლობა „ნაკადული“-ის ხელმძღვანელობასთან. ალმანახის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად.
• სამმართველომ ორგანიზება გაუწია კინოთეატრ „ამირანში“ ფილმ „ავატარზე“ 100 - მდე დევნილი მოზარდის დასწრებას.
• 3 მარტს ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გმირთა მოედანზე. საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან. (სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 182 ლარი და 60 თეთრი).
• დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ,,დედაენის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების ჩასატარებლად.
• დაიწყო მზადება აფხაზეთიდან დევნილ შემოქმედ ბავშვთა ლიტერატურული ალმანახის გამოსაცემად (ნახატების შერჩევა, ალმანახში განთავსებული შემოქმედებითი ნამუშევრების ავტორთა სურათებისა და ბიოგრაფიული მონაცემების მოძიება)
• აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისათვის ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გადმოგეცა წიგნები.
• მოხდა აფხაზეთიდან დევნილ საჯარო სკოლებისა და კომპაქტურად ჩასახლებული შემოქმედ მოსწავლეთა ჩართვა საქართველოს საპატრიარქოს რადიო-მაუწყებლობის მიერ გამოცხადებულ ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში.
• სამმართველოში დაიწყო პროექტ ,,აფხაზური ენის დღე - ,,ჩონგური და აფხიარცა“ ჩატარების საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა.
• განხორციელდა პროექტ „შინაგან საქმეთა სამინისტროში დევნილი მოზარდების სტუმრობა“ 1 ეტაპი, 30 მოსწავლე ესტუმრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოზარდებმა დაათვალიერეს სამინისტროს ახალი შენობა. ნაჩვენები იქნა ფილმი ნარკომანიაზე და საგზაო უსაფრთხოებაზე. მოისმინეს ჰიმნი. (სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 60 ლარი)
• 21 მარტს გაიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქ. თბილისის მერიასთან ერთობლივი პროექტის ,,მიიღე ცოდნა შენი დასაქმებისათვის“ (ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები) პრეზენტაცია (პროექტის ფარგლებში სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 95 ლარი)
• დაიწყო მუშაობა ქვეპროგრამა „სამოქალაქო თავდაცვა“ განსახორციელებლად.
• სამმართველო აწარმოებს მონიტორინგს კომპიუტერისა და ინგლისურის უფასო სწავლების ცენტრებში:
1) გელოვანის ქ. #4
2) ყაზბეგის ქ. #47
3) ჯიქიას ქ. # 9
4) უზნაძის ქ. #68