აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო

საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აყალიბებს სამეჯლისო სპორტული ცეკვების სპეციალურ ჯგუფს დევნილი ბავშვებისათვის. სპორტის ეს სახეობა შესულია სასკოლო პროგრამაში. ჯგუფში მიიღებიან 5–დან 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები.

მიღება გაიმართება 2–3 ოქტომბერს 16:30 საათზე მისამართზე: ვაჟა–ფშაველას #76ბ (ბავშვთა ფედერაციის შენობა, მეტრო ვაჟა–ფშაველას მიმდებარე ტერიტორია).

მეცადინეობები გაიმართება 4 ოქტომბრიდან.

რეპეტიციის დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 16:30 სთ.

საკონტაქტო ტელეფონი: 8 99 17 -47 -63 ; 893 32 -33-01