აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა
ხუთშაბათი, 23 იანვარი 2014

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში, სამინისტრო დააფინანსებს აფხაზეთიდან დევნილ წარმატებული აკადემიური მოსწრების, სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეულ და განსაკუთრებული სოციალური საჭიროების ახალგაზრდებს.
აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 70%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ განიხილება კომისიის მიერ). დაინტერესებულმა პირებმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა შეავსოთ სასწავლო განაცხადის ანკეტა და წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
• განცხადება მინისტრის სახელზე.
• შევსებული ანკეტა-განაცხადი.
• ცნობა სასწავლო დაწესებულებიდან.
• დახასიათება/რეკომედაცია სასწავლო დაწესებულებიდან.
• აკადემიური მოსწრების ფურცელი.
• დამატებითი დოკუმენტაცია ,სერთიფიკატები, სიგელები, მონაწილეობისა და წარმატებების დამადასტურებელი საბუთები.
• სოციალურად დაუცველის დამადასტურებელი საბუთი.(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
• პირადობის მოწმობის ქსეროასლი.
• დევნილის მოწმობის ქსეროასლი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში დასაფინანსებელი ახალგაზრდების
გამოვლენის მიზნით შექმნილია კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. მანანა ქვაჩახია -მინისტრის პირველი მოადგილე -კომისიის თავჯდომარე.
2. თემურ ურიდია-საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი- კომისიის წევრი.
3. მედიკო კვარაცხელია- განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე-კომისიის წევრი.
4. ილონა გრიგოლია-ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის იურიდიული, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოს უფროსი-კომისიის წევრი.
5. ნინო ლობჟანიძე- განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის განათლების სამმართველოს უფროსი -კომისიის წევრი.
6. ხათუნა შონია-განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი-კომისიის წევრი-მდივანი.
განაცხადი მიიღება სამინისტროს კანცელარიაში
მისამართი: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
ქ. თბილისი უზნაძის 68,
ტელ: 2 95–07–52