აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის აცხადებს შემოქმედებით კონკურსს „მშვიდობა და ბავშვთა უფლებები“
 
 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით სამინისტროს პროგრამის „აფხაზეთის მოზარდთა საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის აცხადებს  შემოქმედებით კონკურსს  „მშვიდობა და ბავშვთა უფლებები“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  I - XII  კლასის ჩათვლით საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებში განთავსებულ  აფხაზეთის საჯარო სკოლების, კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში მცხოვრებ,  მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ  ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს.

  კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემოქმედებითი ნამუშევრები (ლექსი, მოთხრობა, ნახატი, ხელნაკეთი ნივთები) თემაზე „მშვიდობა და ბავშვთა უფლებები“. საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 2012 წლის 12 აპრილამდე შემდეგ მისამართზე:
                ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #68  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პროგრამებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, პროგრამების, ანალიტიკური საქმიანობისა და კვლევების სამმართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზზე:  295 86 59.                   
პროექტის კოორდინატორი: ნინო გერგედავა 577 09 21 34.                                                                  
კონკურსის პირობები: იხილეთ ბმული: