ახალგაზრდულ ინიციატივათა მხარდაჭერა
 
2014 წლის „ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება „ახალგაზრდულ ინიციატივათა მხარდაჭერა“ ითვალისწინებს ახალგაზრდული სპორტულ-საგანმანათლებლო და სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არა სამეწარმეო, არა მომგებიან იურიდიულ პირებს ან / და მათ სტრუქტურულ ერთეულებს, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
აგრეთვე ახალგაზრდულ-კულტურულ საგანმანათლებლო და სპორტული მიმართულებით მომუშავე სსიპ-ებს, მათ შორის საჯარო სკოლებს.
·   პროექტის განხორციელების პერიოდი: 2014 წლის სექტემბერი-დეკემბერი;
·   პროექტის წარდგენის ვადა: 2014 წლის 12 სექტემბერი;
·   მოთხვონილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს მამუკა ჟვანიას. ტელ: 599190849;
ელ-ფოსტა: mamukazhvania@gmail.com