ტრენინგ-სემინარები
2013 წლის 22 ივლისიდან -1 აგვისტოს ჩათვლით ახლგაზრდებს, რომლებიც აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამების საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში გადიან სტაჟირებას ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემებზე: კოალოციების მშენებლობა, ჯგუფი და გუნდი/ გუნდური მუშაობა, პროექტების მომზადება ლოგიკური მიდგომით, პროექტის ციკლის მართვა - რესურსების განსაზღვრა, რისკის ანალიზი და დაშვება, დაინტერესებული პირების ანალზი. აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობაში სტაჟიორთა უფრო აქტიურ მონაწილეობას და მათ შემდგომ პროფესიულ ზრდას. კურსის დასასრულს მსმენელებს დაურიგდათ შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც უზრუნველყო სამინისტრომ.
ტრენინგებს ხელმძღვანელობდა პროგრამებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გელენავა.