გალის სოფლებში - ჩხორთოლში, ოქუმსა და ღუმურიშში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ორშაბათი, 23 თებერვალი 2015

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გალის რაიონის სოფლებში ჩხორთოლში, ოქუმსა და ღუმურიშში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
გალის რაიონში მდებარე ჩხორთოლის, ოქუმისა და ღუმურიშის ეკლესიებზე სააღრიცხვო ბარათები აფხაზეთისა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად მანვე წარადგინა.
წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, გალის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩხორთოლში, ოქუმსა და ღუმურიშში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის სხდომა #18, 27 იანვარი, 2015წ).
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პრეცედენტია გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვინაიდან საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ამ რაიონში არსებული კულტურული ფასეულობები მანამდე შეტანილი არ ყოფილა.
/