აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია აცხადებს კ ო ნ კ უ რ ს ს
ოთხშაბათი, 25 მარტი 2015
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, პუბლიცისტიკა, არქიტექტურა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში 2013-2015 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებმაც მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირებულებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვეს და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არა უმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 ლარის ოდენობით.
           
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში კანდიდატთა წარდგენის პირობები და წესი:
ა) გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მოღვაწეობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და არქიტექტურის დარგებში.
ბ) პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს ფიზიკური პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;
გ) პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;
დ) ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებების წარდგენა უნდა მოხდეს დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ. ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, მასმედიის საშუალებების მეშვეობით; არქიტექტურის დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა უნდა მოხდეს ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ; მეცნიერების დარგში შექმნილი ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.
ე) დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა. პრემიის მოსაპოვებლად ავტორის განმეორებით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით (ნაშრომით).
ვ) ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას, პრემია ავტორთა შორის  თანაბრად ნაწილდება.

კონკურსზე მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.      წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგინება. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2.      საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები ნაწარმოებზე, ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.
3.      კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
4.      ლიტერატურული ნაწაროები 12 ეგზემპლარად, სამეცნიერო ნაშრომი 12 ეგზემპლარად, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 12 ეგზემპლარად, აუდიო, ვიდეო ჩანაწერები. წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.
5.      კანდიდატის ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული მასალების მიღების ვადები:
 
1.      საკონკურსო განცხადებები და მასალები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2015 წლის 1 ივლისამდე, შაბათ-კვირის გარდა, 10.00 სთ-დან 17.00 სთ.-მდე.
2.      კონკურსის საბოლოო შედეგები და პრემიის ლაურეატთა სია გამოქვეყნდება 2015 წლის 23 ნოემბერს.
 
                                                                  დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:
 
                                                                                    თბილისი, უზნაძის ქ. №68,                                                 
                                                          აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.
                                                          საკონტაქტო პირები: სალომე თორია, ეკატერინე გადილია
                                                                              ტელ:  577 34 85 34;   599 24 62 18./