დიმიტრი ჯაიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს შეხვდა
ოთხშაბათი, 5 აგვისტო 2015
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი  დიმიტრი ჯაიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრის დირექტორს  გიორგი მაჩაბელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა  ცენტრისა და სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.  შეხვედრას გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია ესწრებოდა.
2015 წლის, 27 ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სსიპ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრისა  და  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის   ურთიერთთანამშრომლობით  და ორგანიზებით  ოკუპირებული  გალის რაიონის ომამდელი საზღვრების პედაგოგებისთვის  ჩატარდა საგნობრივი  ტრენინგები  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, დაწყებით კლასებში, რუსულ  ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმია-ბიოლოგიაში.
აღნიშნული ტრენინგები  მეტად მნიშვნელოვანია პედაგოგთა დახელოვნებისა და პროფესიული დონის ამაღლებისათვის. მას ესწრებოდა გალის რაიონის სხვადასხვა სკოლების  55-მდე მასწავლებელი.
საგნობრივი,   სასწავლო პროცესის დაგეგმვის,  სწავლისა და სწავლების  ეფექტური სტრატეგიების ტრენინგები კვლავ გაგრძელდება და მასში წლის განმავლობაში  სხვა პედაგოგებიც ჩაერთვებიან. /