აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქართულ- აფხაზური კულტურის ცენტრი შეიქმნება
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2015

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ქართულ- აფხაზური კულტურის ცენტრის შექმნის სამომავლო გეგმები, ასევე სტუმრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მფლობელობაში არსებულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველიეტაპი დაათვალიერეს.
ცენტრის რეაბილიტაციისათვის თანხები აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის მობილიზება ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე გახდა შესაძლებელი . რეკონსტრუქციის შემდგომ დევნილობაში მყოფ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღა"-ს , აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლსა და სხვა შემოქმედებით და სპორტულ კოლექტივებს შესაძლებლობა ექნებათ გამართონ არა-ერთი შემოქმედებითი საღამო, რომლის მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, შენარჩუნება და განვითარება. /