სახალხო არტისტს დიმიტრი ჯაიანს 65 წელი უსრულდება
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015
საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს, დიმიტრი ჯაიანს 65 წელი უსრულდება.
დიმიტრი ჯაიანი, დაიბადა1950 წლის20 აგვისტოს. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი,  კოტე მარჯანიშვილის,  გიორგი შერვაშიძის,საქართველოს სახელმწიფო პრემიების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელის ლაურეატი, უკრაინის პრესტიჟის,  ღირსების ორდენის კავალერი.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს მსახიობს ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობას დღეგრძელობას და  წარმატებას შემოქმედებით და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. /