ვალერი არქანიას არტ-გალერეაში თანამედროვე მხატვართა არტ-ჯგუფს პირველი გამოფენა გაიმართება
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015
შეიქმნა თანამედროვე მხატვართა არტ-ჯგუფი, რომლის მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების საზოგადებისთვის გაცნობა და პოპულარიზაცია.

არტ-ჯგუფის  პირველი გამოფენა გაიმართება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში.

მის: უზნაძის 68.
გამოფენა გაიხსნება 30 სექტემბერს, 18 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია./