აფხაზეთის ა/რ სამინისტროებს შორის გაიმართება ტურნირი ფეხბურთში
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015
2015 წლის 6 ოქტომბრიდან 12 ოქტობრის ჩათვლით, ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოძიაშვილის სახ. პარკში არსებულ სპორტულ კომპლექსში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდება აფხაზეთის ა/რ სამინისტროებს შორის მინი-ფეხბურთი.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო.

ფინალური შეხვედრები - მატჩები მესამე-მეოთხე ადგილისათვის - გაიმართება 12 ოქტომბერს, 16.00. სთ-ზე.  ხოლო 17.00. სთ. ჩატარდება ტურნირის მთავარი მატჩი და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, თასებით, მედლებითა და ფეხბურთის სპორტული ფორმებით დაჯილდოვდებიან./