კინგსის ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართულ ენასა და მათემატიკაში აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა
პარასკევი, 2 ოქტომბერი 2015
სსიპ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებსა და სემინარებში და ხშირად იმარჯვებენ კიდეც.

წლეულს,1 ოქტომბერს კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული ქართულ ენასა და მათემატიკაში გახდა ოლიმპიადის ერთ-ერთი მონაწილე, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე მათე აბრალავა და ის სიმბოლურად  მეფე ლომმა დააჯილდოვა.

ეს აქტივობა კვლავაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას და წახალისებას სწავლისადმი, მათში შესაბამისი სტიმულის გაღვიძებას./