დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა
ორშაბათი, 5 ოქტომბერი 2015
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება, მათთვის პატივის მიგება და მადლობის გადახდა საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის - ამ დღის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

სწორედ ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მოადგილეებთან - მანანა ქვაჩახიასთან და როლანდ ნიჟარაძესთან, სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ეწვია.

დიმიტრი ჯაიანმა მადლობა გადაუხადა მათ მომავალ თაობებზე ზრუნვისა და გაწეული ამაგისათვის  და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელები და საჩუქრები გადასცა. დიმიტრი ჯაიანმა ამაგდარ პედაგოგებს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე, აღზრდილების წარმატებები უსურვა.

პედაგოგებმა აფხაზეთში ცხოვრების ბედნიერი პერიოდი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ კვლავაც შინ დაბრუნების იმედი ასულდგმულებთ.
 
 /